• რეკლამა
  • კონტაქტი
21:20, ხუთშაბათი, 10 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში 12 პრობლემური კვანძია, რაც პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
12:26 02-15-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
453

დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, რა ახდენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულ ფუნქციონირებაზე გავლენას.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეში 1500-მდე ბრუნსაც კი ვერ აკეთებს, რის გამოც ასი ათასამდე მგზავრი მომსახურებას ვერ იღებს. კალაძის განმარტებით, მიზეზი პრობლემური სატრანსპორტო კვანძებია, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს.

„დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების რაოდენობა, ან თუნდაც გზების რეაბილიტაცია, არამედ ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქუჩების დიზაინს. ქუჩის ახალი დიზაინი, რომელსაც ვნერგავთ, ორიენტირებულია უსაფრთხო გადაადგილებაზე. პრიორიტეტი ენიჭება ტროტუარების გაფართოებას, ქვეითთა პანდუსების ადაპტირებული გადასასვლელების მოწყობას, პარალელურად მიმდინარეობს ახლომდებარე არსებული რეკრეაციული და საჯარო სივრცეების მოწესრიგება.

ამჟამად დედაქალაქში 12 პრობლემური კვანძი გვაქვს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში. არსებული კვანძები უნდა მოწესრიგდეს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაახლოებით 1500-მდე ბრუნს ვერ აკეთებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ასი ათასამდე მგზავრი სათანადო მომსახურებას ვერ იღებს. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს კვანძები, ქუჩების და გამზირების მოუწესრიგებლობა, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. კარგი მაგალითია მელიქიშვილის გამზირისა და ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია. ამ დროს როგორი პრობლემები იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით – ეს ორი ქუჩა ჩაკეტილი იყო, ქალაქში გადაადგილება ჭირდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში იდგა. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ კონკრეტულ გაჩერებაზე აგვიანებს, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და ტრანსპორტი ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ვერ ემსახურება. ამას საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვება, რომ თითქოს ავტობუსების რაოდენობა არაა საკმარისი. არადა მარტივია, ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფ გადაადგილებას ვერ ახერხებს – როდესაც 1500 ბრუნს ვერ აკეთებს ავტობუსი, ასი ათასამდე მგზავრი მომსახურების გარეშე რჩება, ეს დიდი პრობლემაა. ამიტომ გვაქვს წარმოდგენილი პრობლემური კვანძები, რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ძირითად დერეფანზე და გავლენას ახდენს ავტობუსის მარშრუტების გამართულ ფუნქციონირებაზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved