• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, შაბათი, 29 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თბილისის ცაზე შემოსულებს ორი რუსული ბომბდამშენი ამოგვიდგა გვერდით” – როგორ შემოვიდა საქართველოში, აგვისტოს ომის დროს, 48 მილიონი დოლარი ქეში?

ალია ავტორი - ალია
15:30 08-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,935

ნაცმოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში კობა სუბელიანის მოყოლილ ისტორიას აზიარებს:

,,კობა სუბელიანის ის ამ თავგადასავალს ბევრი სხვა საინტერესო ამბებიც ახლავს,ოდესმე ალბათ თავად მოყვება.

თბილისში, გამოცარიელებულ ბანკომატებში რომ უცებ ფული გაჩნდა გახსოვთ ეგ დღე? 2008 წლის 10 აგვისტო იყო. ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დახმარება იყო ეგ, ვაშინგტონიდან მიუნხენის გავლით გამოგზავნილი რომელიც იმ თვითმფრინავში აღმოჩნდა რომლითაც მე მოვდიოდი შვებულებაში მყოფი მიუნხენიდან თბილისში. თბილისის ცაზე შემოსულებს ორი რუსული ბომბდამშენი ამოგვიდგა გვერდით იმაში დასარწმუნებლად რომ ნამდვილად სამგზავრო თვითმფრინავი იყო და არა სამხედრო. ჩამოგდებით დაემუქრნენ პილოტს თუ არ დარმწუნდებოდნენ ამაში. ილუმინტროები აგვაწევინეს და სინათლე აანთეს სალონში. დარმწუნდენ რომ სამოქალაქო რეისი იყო და წამში გაქრნენ. ჩვენგან წასულებმა თბილისი დაბომბეს, რის გამოც არ მიგვიღო თბილისმა და ერევანში გაგვიშვა. ამ საიდუმლო ტვირთს სპეციალური ოფიცერი ახლდა ამერიკიდან. რომ არა მისი ინსტრუქციები და ჩემს მიერ ყირაზე გასვლის ტოლფასი მოქმედებები, ძალიან ბეწვის ხიდზე გავლით ამავე თვითმფრინავით უკან თბილისისკენ გამოფრენის მოხერხება (ბევრი წვრილმანი მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია, ყველაფერს ვერ ვწერ) ის 48 მილიონი დოლარი აღმოჩნდებოდა რუსეთის ხელში, რისი წარმოდგენაც ტვინში სიხსლსი მიქცევდა და ყველაფერი ვქენი რომ ეგ არ დამეშვა. ურიგოდ გავავსებინე საწვავი, რაზეც დიდი ჯახირი დამჭირდა, რეკვები აქეთ იქეთ, რადგან რეგულარული რეისები ყავდათ ,,გასაზაპრავკებელი” და 3- 4 საათი მოცდა მომთხოვეს, რაც წარმოუდგენელი იყო. ამდენ ხანს მგზავრებს ვერ გავაჩერებდი თვითმრიანავში. ადეიშვილის ჩარევით ურიგოდ ჩაგვისხეს საწვავი და გავემზადეთ გამოსაფრენად. ამავდროულად ვცდილობდი მგზავრები დამერწნუმებინა და დავარმწუნე კიდეც, რომ მიუხედავად ჰაერში ბომბდამშენების ნახვით გამოწვეული შიშისა უკვე სამშვიდობოს მყოფები არ გასულიყვნენ თითმფრინავიდან, და რომ ჩვენ ამავე თვითმფრინავით დავბრუნდებოდით საქართელოში. მიზეზს იმისას თუ რატომ არ უნდა გასულიყვნენ გარეთ და ტაქსით არ წამოსულიყვნენ საქართველოსკენ რა თქმა უნდა ვერ ვეუბნებოდი, გასაიდუმლოებული მდგომარეობის გამო. მადლობა ეკუთვნით მგზავრებს რადგან დამიჯერეს, მენდვნენ და არ გავიდნენ თითმფირნავიდან. ერთი მგზავრის გასვლაც კი საკმარისი საფუძველი იქნებოდა სომხეთის საბაჟო სამსახურის მიერ საბარგულის გახსნისთვის, სადაც აღმოჩნდებოდა ეს ტვირთი, ამხელა ქეში და მერე რაც მოხდებოდა, რა პროპაგანდაც მოყვებოდა იმ ყველაფერს თქვევნი ფანტაზიისთვის მომინდვია. ფულს ფულად რომ დავკარგავდით იმაზე აღარაფერსვამბობ.
მშვიდობით დავბრუნდით. ფული ეროვნულ ბანკს ჩაბარდა და იმავე დღესვე განაწილდა ბანკომატებში. მე კი იმ წამიდანვე დევნილების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გადანაწილების ორომტრიალში ჩავერთე, საკვების დარიგების განრიგი და ათასი რამ, ყველაფერს რა ჩამოთვლის. და რამოდენიმე ხანში ვიგებ რომ ომის დროს ქვეყნიდან გაქცევა დამაბრალეს”

თეგები: ეკა ხერხეულიძეკობა სუბელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved