• რეკლამა
  • კონტაქტი
07:07, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს

ალია ავტორი - ალია
15:29 03-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
417

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჭერის მასალებისა და სამაგრი დეტალების საინჟინრო დამუშავება, რის შემდეგაც, განახლდება ჭერის მოპირკეთების სამუშაოები.

„თავდაპირველად, მეტროსადგურ “ვარკეთილის” სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებდა შპს “მამისონი”, რომელთანაც ხელშეკრულება გაუქმდა პირობების შეუსრულებლობის გამო. 2022 წლის 21 დეკემბერს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-10 პრიმა მუხლის, მე-3 პუნქტის, “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვას, გამარტივებული შესყიდვით გააფორმა ხელშეკრულება შპს „ბადა კონსთრაქშენთან“, რომელიც იყო ერთადერთი დაინტერესებული კომპანია. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 18 თვე, ხოლო ბიუჯეტი არის 13,8 მლნ ლარია. ხელშეკრულების პირობების თანახმად დაიგეგმა შესაბამისი სარემონტო და სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც სრულდებოდა გეგმა-გრაფიკის მიხედვით. მს „ვარკეთილში” არსებული ჭერის დემონტაჟის შემდეგ, ჩატარდა რკინა-ბეტონის თაღის დეტალური სკანირება და კვლევა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, განხორციელდა ჭერის შეცვლილი გეომეტრიისა და დამაგრების კვანძების პროექტის განახლება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჭერის მასალებისა და სამაგრი დეტალების საინჟინრო დამუშავება, რის შემდეგაც, მოხდება მათი შეკვეთა/მოწოდება და განახლდება ჭერის მოპირკეთების სამუშაოები. ამის პარალელურად, სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს ბაქანის ქვედა ნაწილში. ვინაიდან საჭირო გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება და პროექტის განახლება, მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ შესაძლოა გადაიწიოს გარკვეული ვადით“, – ნათქვამია მერიის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის ინფორმაციით, „ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის კახი კალაძემ კომპანია ტენდერის გარეშე შეარჩია და ხელშეკრულება პირდაპირ მოლაპარაკების გზით გაუფორმა“. როგორც ურუშაძე აცხადებს, „ეს ყველაფერი არის გაფლანგული მილიონები“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved