• რეკლამა
  • კონტაქტი
05:19, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს

ალია ავტორი - ალია
10:33 02-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

თბილისის მერია მიმდინარე წელს კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში ქეთევან წამებულის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. 

საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, სარეაბილიტაციო არეალი იწყება მეტრო ავლაბრის მეტროდან და გრძელდება ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. საავტომობილო გზის სიგრძე 1 კილომეტრს და 600 მეტრს შეადგენს.
გამზირზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა. გზაზე არსებული ასფალტბეტონის საფარი დაზიანებულია, რაც გამოწვეულია გაზრდილი სატრანსპორტო დატვირთვებით და მისგან გამოწვეული ინტენსიური ცვეთით. საფარზე შეინიშნება ბზარები, რომელიც ვრცელდება ასფალტბეტონის მთელ სიღრმეზე, ასევე, სხვადასხვა დროს შეკეთებული ორმოები და ცალკეულ მონაკვეთებზე მცირედი ჯდენები. ასფალტბეტონის საფარის სისქე ცვალებადია, რაც გამოწვეულია გასულ წლებში მრავალჯერადად შესრულებული სარემონტო სამუშაოებით.
რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს. მოეწყობა ახალი ბორდიური, ტროტუარები და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

მიწის ქვეშ მოექცევა ელექტროგადამცემი ხაზები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED განათების სისტემა.
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები და ველობილიკი. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განსაზღვრულია 4 თვე. პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 4 600 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved