თბილისის ინფექციური სააავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა , რომ კორონავირუსით ინფიცირებული 16 ახალი პაციენტიდან 7 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
მისი თქმით ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
„ერთი არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით. ეს არის მაღალი ასაკის პირი, რომელსაც თან არსებული დაავადებაც აქვს – მძიმე ჰიპერტონული დაავადებით არის ავად, ანუ რისკის მატარებელი პაციენტია. ამ ეტაპზე მდგომარეობა ჯერჯერობით ასეთი გვაქვს. დინამიკაში ვნახოთ როგორ განვითარდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარები