• რეკლამა
  • კონტაქტი
20:10, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თბილისის დამცველთა“ დღე ტრადიციული ლაშქრობით აღინიშნა

ალია ავტორი - ალია
11:26 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა „თბილისის დამცველთა“ დღე ტრადიციული ლაშქრობით აღნიშნეს.

კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლის ველზე, იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილას გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლები და სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ღონისძიების მონაწილეებმა მოლაშქრეებს 1921 წლის ბრძოლის ისტორია გააცნეს და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მათი ისტორია გაიხსენეს.

მოლაშქრეებმა მეოთხე სანგარიც მოინახულეს, სადაც ოთხი წლის წინ სანგრიდან ამოღებული არტეფაქტების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე,  ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, და ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ნინუა დაესწრნენ.

ლაშქრობა „თბილისის დამცველთა“ დღე გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებით გაიმართა და არმიისა და სახალხო გვარდიის იმ მებრძოლებს მიეძღვნა, რომლებიც 1921 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების დროს წითელი არმიის წინააღმდეგ გმირულად იბრძოდნენ.

ახალგაზრდული ლეგიონი არის დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ სამხედრო თემატიკის კურსებსა და ექსპედიციებს სთავაზობს. ლეგიონი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ინტენსიურად თანამშრომლობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved