თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს განსაკუთრებული მობილიზება აქვს გამოცხადებული. აეროპორტთან დიდი რაოდენობით პოლიციელები არიან, რისი მიზეზიც ის პროტესტია, რომელიც მოსკოვი-თბილისის პირველი ავიარეისის პარალელურად იგეგმება.
პირველ რეისს ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციით დახვდებიან. ისინი ამ დროისათვის რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, საიდანაც აეროპორტისკენ გადაინაცვლებენ და ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს საპროტესტო ბანერებითა და შეძახილებით დახვდებიან.
ვნუკოვოდან “აზიმუტის” ბორტი უკვე გამოფრინდა. მოსკოვიდან გამოფრენილი ბორტი თბილისში დაახლოებით 14 საათისთვის დაეშვება.
კომენტარები