• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, კვირა, 13 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა 1,5 საათში იქნება შესაძლებელი – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:33 09-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ქვეშეთი-კობის ახალი გზა და ამიერკავკასიაში უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი არის საუკუნის პროექტი და ჟინვალი-ნატახტარის მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა 1,5 საათში იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღის განმავლობაში გზაზე დაახლოებით 3-4 ათასი ავტომანქანა გადაადგილდება, საიდანაც 70% მსუბუქი, ხოლო დანარჩენი მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანებია.

“ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად განტვირთავს ამ მონაკვეთს და ჩვენ შეგვეძლება, დაახლოებით 1,5 საათში ჩამოვიდეთ თბილისიდან ყაზბეგში, მას შემდეგ, რაც დასრულდება ჟინვალი-ნატახტარის მონაკვეთიც. ეს არის ყველაზე დიდი გვირაბი მთელს ამიერკავკასიაში, 9 კილომეტრია მისი სიგრძე და თავისი პარამეტრებით უნიკალურია მთელს მსოფლიოში. პროექტი ჯდება 1,2 მილიარდი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორ ორგანიზაციებს, აზიის განვითარების ბანკს და მშენებელ კომპანიას, რომელიც ძალიან მაღალი დონის სამუშაოებს ახორციელებს. მადლობა ბატონ ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს. გუდაურის შემოვლითი გზაც აშენდება და გუდაურში ასევე 1 საათში იქნება შესაძლებელი თბილისიდან ჩასვლა. ეს, რა თქმა უნდა, განტვირთავს გუდაურს და აქცევს თანამედროვე ევროპული ტიპის კურორტად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმიანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, კობში 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვისა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

გვირაბის მშენებლობისათვის სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM (Tunnel boring machine), რომელიც გამორჩეულია იმით, რომ სამუშაო პროცესში მისი ვიბრაცია მინიმალურია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას. დანადგარი გამოირჩევა იმითაც, რომ ბურღვის პროცესში აწარმოებს გვირაბის მოპირკეთების სამუშაოსაც.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9კმ სიგრძისა და 15მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება.

ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო ახალი გზის სიგრძე 23 კმ იქნება, რაც მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შეამცირებს.

ამასთან, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთი მხრივ განტვირთავს კურორტის საგზაო მოძრაობას და მეორე მხრივ, სატრანზიტო მიმოსვლა იქნება მეტად უსაფრთხო, ვინაიდან ამჟამად სატვირთო მანქანები რთული რელიეფის ვიწრო გზებით მოძრაობენ.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება. დამატებით, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ქვეშეთი-კობის გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved