• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თავდამსხმელი მდინარესთან მანქანიდან ჩავიდა და…“ – მძევალი ახალ დეტალებზე საუბრობს

ალია ავტორი - ალია
15:56 10-24-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ზუგდიდში, ბანკში თავდამსხმელის მიერ აყვანილი ერთ-ერთი მძევალი ლაშა შენგელია „პირველ არხთან“ დეტალურად იხსენებს, თუ რა ხდებოდა ბანკში და საბოლოოდ, როგორ გაათავისუფლა მძევლები სოფელ კირცხთან.

„თავდამსხმელი ბანკში შემოსვლისთანავე აგრესიული იყო, კადრებშიც ჩანს, როგორ იქცევა. მერე, მესამეზე რომ აგვიყვანა, რადიკალურად შეიცვალა. თან, ბატონი ავთო გალდავაც დაგვიკავშირდა, თავდამსხმელს აღუთქვა, რომ თანხას მოუტანდა და იქიდან გაყვანის გარანტიას მისცემდა. ხელში სულ ხელყუმბარა ეჭირა და ამბობდა, რომ თუ ამათ არ გაგწირეს, ან სპეცოპერაცია არ ჩაატარეს, მე არაფერს გიზამთო, მე თქვენგან არაფერი მინდაო, ციხეში არ წავალო. რამე საპირისპირო რომ მომხდარიყო, ხელყუმბარას ააფეთქებდა. არავისთვის რამე შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ყველასთან თანაბრად იქცეოდა.გვითხრა, მედიას დავკავშირებოდით და გვეთქვა, რომ ხელყუმბარა ეჭირა, რომელსაც, რამე რომ მომხდარიყო, ხელს გაუშვებდა.

გვკითხა, ვინ გამოგვყვებითო. ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით, იქ ქალებიც იყვნენ და ამიტომ ჩვენ ვუთხარით, რომ წავყვებოდით. ერთადერთი იმის გვეშინოდა, ძალოვნებს რამე არ გაეკეთებინათ, თორემ ხელყუმბარას აამოქმედებდა. არანაირი კვალი არ დაუტოვებია, არც სიგარეტი მოუწევია. გასვლის დროს წყალი დაღვარა, ალბათ, ნაკვალევის დასაფარად.

მანქანაში არაფერს ამბობდა. ბოლოს, როცა მივედით სოფელ კირცხში, მდინარესთან მანქანიდან ჩავიდა, ყუმბარას დამცველი გაუკეთა, ავტომატი დაგვიმიზნა და გვითხრა, წადით, არ მოიხედოთო“, – განაცხადა ლაშა შენგელიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved