• რეკლამა
  • კონტაქტი
03:49, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თანამოძმეს მოგვიქსევენ და გვიქსევენ, შვილებს დაგვაპირისპირებენ, და გვიპირისპირებენ კიდეც” – მაია ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
04:09 04-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
421

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი:

,,რამდენი საინტერესო რამ ხდება, ზოგი რამ პარადოქსულიც, რაც ჭეშმარიტებას გვაახლოებს, თუ დავინახავთ და გავიაზრებთ, და როგორ გვაშორებს, თუ არ დავინახავთ:

1. რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინის ნატოში შესვლის “დაუძლეველ” ლტოლვას მოჰყვა, ფორმალურად. რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!
ნატო და ევროკავშირი “სარჩული” იყო, საბაბი ყოფილა . . . სატანისტებმა მართლმადიდებლობასთან საბრძოლველად მოიცალეს გაგანია სისხლისღვრაში!!!

2. ათწლეულების მანძილზე ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი იყო. დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და სტრატეგიულ პარტნიორს ყველაზე ნაკლებად აწყობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა! მისთვის რაა, თუ საქართველო განადგურდება. პარადოქსია, რომ დღეს არეულობა საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში და თურქეთში ყველაზე ნაკლებად უნდათ რუსეთსა და ჩინეთს.

3. თუნდაც ამერიკანოსკეპტიკოსები, ნატოსკეპტიკოსები როგორც წესი, ევროფილები მაინც იყვნენ. მეც, მათ შორის. ევროპას, თავისი სამართლიანობით, აზროვნებით, კულტურით, წესრიგით, სიმშვიდით და ცხოვრების დონით, გამორიცხულია, არ მოეხიბლე. პარადოქსია, მაგრამ ევროპაში ლიბერალური ფაშიზმი უკვე აყვავდა, ცეცხლი, გადაწვა და ბარბაროსული წარსული ძალას იკრებს. უსამართლობა, მიკერძოებულობა, მექრთამეობა, პროტექციონიზმი და თვალებში ნაცრის შეყრა- ევრობიუროკრატიის ხრწნის ინდიკატორია! ვიოლა ფონ კრამონის ურცხვი გამონათქვამები და თბილისში წანწალი, დღევანდელი ცოცხალი მაგალითია! კუბილიუსების, ფოტიგების, ჟიგიმანტასების, მალგოჟეტების კრებითი სახეა ხრწნადი ევრობიუროკრატია. არადა, იქ ადრე სიმართლის დამცველს ვხედავდით…

4. საქართველოს დღევანდელ, “ჯერ კიდევ პრეზიდენტს”, მისი არჩევნების დროს ოპოზიცია აგინებდა, დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის 1/3. პარადოქსია, მაგრამ პრეზიდენტობის ვადის ბოლოსკენ იმას მიაღწია, რომ ახლა მისი მომხრე უმრავლესობა, მოსახლეობის დარჩენილი 2/3 აგინებს! რად უღირს ამის მერე პრეზიდენტობა?

5. ოდესმე ვიფიქრებდი, რომ თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის არჩევნებში გამარჯვებაზე ვიფიქრებდი და ვინატრებდი, იმიტომ, რომ მისი არ არჩევის შემთხვევაში შესაძლოა, სწორეთ თურქეთის არევით, ცეცხლი და არეულობა დომინოს პრინციპით გადმოვიდეს სამხრეთ კავკასიაზე?!

ერთად დავდგეთ, მშვიდად დავდგეთ, ძვირფასებო!რამდენიმე გამოცდას ისევ მოგვიწყობს უფალი, გამოცდას სიმტკიცეზე! (ან “Проверку на вшивость”)!

არის ასეთი გამოთქმა: “-თავი ვინ მოგაჭრაო? ჩემმა ძმამო! -იმიტომაც ძირში მოუჭრიაო!”
თანამოძმეს მოგვიქსევენ და გვიქსევენ, შვილებს დაგვაპირისპირებენ, და გვიპირისპირებენ კიდეც (7-9 მარტს სხვა რა იყო?!)

მჯერა, რწმენა და გონიერება სძლევს ახლომხედველობას!

ჩვენ გადავრჩებით! ყველაფერი იქნება კარგად, მოყვარის გასახარად და მტრის გულის გასახეთქად, ზუსტად ისე, როგორც როგორც ლაშა ნადარეიშვილის ლექსშია:
“ქვესკნელიდან მონაბერი
გადალეწავს ქარი ალვას….
ნუ გეშინინ მოწამეო:
ბნელი წარვალს!
ბნელი წარვალს! . . .”

თეგები: მაია ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved