“ვფიქრობდი, “ნაცმოძრაობა” წყლის პისტოლეტებით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით, დიდი ხანია ველოდებით “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით, ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით. მაგრამ მერე მაინც გადავიფიქრე, ვიფიქრე პოლიტიკურ კუდს მოაბამენ ამას-თქო. ისე, ჩვენ დიდი ხანია ველოდებით “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა ხვიჩიამ.
კომენტარები