თბილისში, თამარ მეფის ხიდზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაჩერებაზე მდგომ ავტობუსს შეეჯახა. დაშავდა ავტომობილში მყოფი ორი პირი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები