ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თემას და ამ თემის ირგვლივ არსებულ ვნებათაღელვას ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ირაკლი ტაბლიაშვილი.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ომის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია რამდენიმე ისეთი თვისება, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას არ გააჩნია.
“იმისათვის, რომ ომი არ იყოს!..
უნდა იყო თამამი; მამაცი; გულადი; გონიერი…
გულწრფელი; ტაქტიკურად მოაზროვნე; სტრატეგიული ხედვების მქონე… დიპლომატიური და ა.შ.
ახლა დავაკვირდეთ:
თამამი არაა კობახიძე;
მამაცი – ღარიბაშვილი;
გულადი არაა მდინარაძე;
გონიერი – ოხანაშვილი;
ტაქტიკურად ვერ აზროვნებს გომელაური;
სტრატეგიულად – ვერავინ.
დიპლომატიური არაა ვთქვათ წულუკიანი თუ პაპუაშვილი.
მივიღებთ ომს? მე გეტყვით, რომ არა! უომრად მივიღებთ სირცხვილს! უომრად მივიღებთ სახელმწიფოებრიობის ნიშნების არმქონე სახელმწიფოდწოდებულს,“- წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.
რაც შეეხება სიტუაციიდან გამოსავალს, ირაკლი ტაბლიაშვილის აზრით, გამოსავალი ხელისუფლების პოზიციასთან დაპირისპირებაშია.
„რა უნდა ვქნათ? არაფერი… დავუკვირდეთ რას აკეთებს კოლექტიური კობახიძე და გვახსოვდეს, 180⁰ – ით განსხვავებულს თუ გავაკეთებთ, ქვეყანა კარგად იქნება,“- წერს ტაბლიაშვილი.














კომენტარები