• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თაიმ სქვერზე გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს… შემზარავი სანახავია” – ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი

ალია ავტორი - ალია
17:50 03-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

123 781 ინფიცირებული და 2 229 გარდაცვლილი – ბოლო მონაცემებით ამერიკამ COVID 19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებით ყველა ქვეყანას გაუსწრო.

აქამდე უცნობ ვირუსთან ბრძოლის მთავარი ეპიცენტრი ახლა ნიუ-იორკის შტატია. ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში დაღუპულთა და დაავადებულთა მაჩვენებლები დრამატულად იზრდება.

რა ვითარებაა ამერიკაში, როგორია მოსახლეობის განწყობა და მოლოდინები? – თემებზე “ნიუპოსტი” ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ ჟურნალისტს, შორენა გოგოლაძეს ესაუბრა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ემიგრაციაში იმყოფება.

“ამერიკაში ყოველდღიურად დაინფიცირებულთა რიცხვი რამდენიმე ათასით იზრდება, მათგან თითქმის ნახევარი სწორედ ნიუ-იორკის შტატზე მოდის.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, მთავარი თხოვნა და არა მოთხოვნა, არის ის რომ ყველა დარჩეს სახლში და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დატოვონ საცხოვრებელი და უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოწოდებამ იმოქმედა. თუმცა 28 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს სამი შტატის ნიუ-იორკის, ნიუ ჯერსის, და კონექტიკუტის ჩაკეტვა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ჩაიკეტოს შტატიდან შტატში გამავალი გზები და მხოლოდ იმ ტრანსპორტს მიეცეს გადაადგილების უფლება, ვისაც სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები გადააქვს. ჯამში გადაწყვეტილებას შტატის ხელმძღვანელობა იღებს და თუ გავითვალისწინებთ იმას რომ დრამატულად იცვლება ინფიცირებულთა რიცხვი, გუბერნატორებს საყოველთაო კარანტინის გამოცხადება მოუწევთ. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, თქმით აპრილი იქნება მძიმე და მაისი კიდევ უფრო მძიმე.

ჟურნალისტის თქმით, “კორონა პანიკა” როგორც ყველგან აშშ-ის სასურსათო მაღაზიებზეც შეინიშნებოდა. გოგოლაძე ამბობს, რომ მოქალაქეებმა მაღაზიათა დახლები ნიუ-იორკშიც დააცარიელეს, თუმცა შიშმა მალევე ჩაიარა და ახლა შტატში პატარა მაღაზიებიც კი სრული დატვირთვით მუშაობენ.

“პრობლემად რჩება ონლაინ მიწოდების სერვისი, ამიტომ მოსახლეობას უწევს პროდუქტი მარკეტებში შეიძინოს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველივე დღეებიდან აქ სოციალური დისტანციის საკითხს ორგანიზება ძალიან კარგად გაუწიეს: საკმაოდ დიდ სავაჭრო ობიექტებშიც კი 10 კაცზე მეტი არ შედის და ყველა მათგანი 1,5 მეტრიან დისტანციას იცავს. იგივე ხდება აფთიაქებშიც”– უთხრა “ნიუპოსტს” შორენა გოგოლაძემ.

მისი თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანს, მხოლოდ სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში ათავსებენ ჰოსპიტალში.

“კარანტინში ყოფნის ვადებიც განსხვავებულია – COVID 19-ით ინფიცირებული ადამიანები რჩებიან სახლში და ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის შედეგად გადიან მკურნალობის კურსს. ადამიანს თუ დაუდასტურდა ვირუსი, თუმცა 72 საათის განმავლობაში სიმპტომები არ აქვს, მას თვითიზოლაციას არ ავალდებულებენ. იმ შემთხვევაში, თუ მას COVID-19 – ის სიმპტომები აღენიშნება, ვალდებულია ერთი კვირის განმავლობაში იყოს სახლში, იზოლაციაში.

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ტესტს არ გიკეთებენ თუ მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ გაქვს – ძალიან გახშირებული ხველა და სუნთქვის უკმარისობა. მაგალითად, თუ გაქვს გემოს და სუნის დაქვეითება, სხეულის ტემპერატურა თუ გაქვს 37-დან 38 გრადუსამდე კორონავირუსზე ტესტს არ გაგიკეთებენ. ამიტომ ფიქრობენ, რომ ნიუ-იორკში დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად მაღალია, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული.

რაც შეეხება მკურნალობის წესებს – სახლში დარჩენილ ინფიცირებულს აქ უყურადღებოდ არავინ ტოვებს. ადამიანებს პირად ექიმთან ან უბნის კლინიკებთან ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ. ექიმი გაძლევს ინსტრუქციას, როგორ უნდა იმკურნალო სახლის პირობებში.

მაგალითად, ჩემს გარშემო ორი ექიმი დაინფიცირდა და ისინი ახლაც სახლის პირობებში გადიან მკურნალობას. სახლში იმყოფებიან დაინფიცირებული ქართველებიც. ჰოსპიტალები ეთმობათ მხოლოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს” – აღნიშნა შორენა გოგოლაძემ.

მისი თქმით, მის ირგვლივ კორონავირუსით დაახლოებით 20 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის ქართველები, თუმცა საბედნიეროდ არცერთი მათგანის ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა.

ამასთან ჟურნალისტის განცხადებით, COVID 19ის გავრცელების გამო, საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა სამსახური დროებით დაკარგა.

“ყველაზე დიდი ტაქსის კომპანია “უბერის” მძღოლები დარჩნენ შემოსავლის გარეშე, დაიხურა რესტორნები, სადაც ასევე ძალიან ბერი ქართველი მუშაობდა, დახურეს ქართული საცხობები, და სხვა”- დასძინა გოგოლაძემ.

მისი თქმით, შექმნილ მძიმე მდგომარეობას ყველაზე მეტად განიცდიან ის ქართველები, რომლებიც ნიუ-იორკში არალეგალურად იმყოფებიან, რადგან მათ სამედიცინო დაზღვევა არ აქვთ.

“არალეგალურად მყოფ ქართველებს ეშინიათ რა იქნება, თუ მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ. ამიტომ საქართველოს საკონსულომ აშშ-ში შექმნა სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც ჩვენს თანამემემულეებს ონლაინ კონსულტაციას უწევენ რა უნდა გააკეთონ. როგორ უნდა მიიღონ ექიმის კონსულტაცია”- აღნიშნა შორენა გოგოლაძემ.

ჟურნალისტის განცხადებით, ნიუ-იორკში არსებული დრამატული სურათის მიუხედავად, ქართველ ემიგრანტები საქართველოზე უფრო ღელავენ, რადგან იციან, რომ ქვეყანაში COVID 19-ის მასიურად გავრცელებას ქართული ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.

“მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების ნიუ-იორკი პირველ ადგილზეა, მთავარი სადარდებელი მაინც საქართველოა, რადგან ამ დატვირთვას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს.

როცა ნიუ-იორკში დაინფიცირებულთა რიცხვი 10 000 -ს გადასცდა, შტატის გუბერნატორმა, საკმაოდ სწრაფი ღონისძიებები გაატარა: დაუკავშირდნენ სპეციალურ კომპანიებს და დაავალეს პირბადეებით, ხელთათმანებითა და ინვენტარით რაც შეიძლება სწრაფად მოემარაგებინათ. რამდენიმე მსხვილი სასტუმრო ვირუსის ფართოდ გავრცელებიდან უმოკლეს ვადაში მზად იყო, მიეღო ინფიცირებული პაციენტები. “ჯევიტ ცენტრი”, რომელიც ოთხი სტადიონის სიდიდისაა, ჰოსპიტალად უკვე გადააკეთეს. ასევე სრულ მზადყოფნაშია 1000 საწოლიანი სამხედრო გემ-ჰოსპიტალი. ნიუ-იორკში დიდი სპორტული დარბაზებიც კი მზადყოფნაში არიან, შენობა დროებით საველე ჰოსპიტალად გადაკეთდეს.

როგორც იცით, ამ ქვეყანას და ამ შტატს უზარმაზარი რესურსი აქვს. დიახ, აქაც არის კრიზისი, თუმცა ყველაფერი კეთდება, რომ ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ დაიძლიოს. საქართველოს კი სამწუხაროდ, ამდენი რესურსი არ გააჩნია”– თქვა “ნიუპოსტთან” ქართველმა ჟურნალისტმა და დასძინა, რომ პანდემიის შეჩერება მხოლოდ ადამიანს შეუძლია.

“როგორც აქ ამბობენ, პანდემიის შეჩერება არ შეუძლია ექიმებს და არმიას, ეს შეუძლია მხოლოდ ადამიანს სახლში დარჩენით. სხვა შემთხვევაში ძალიან მძიმე სურათი იქნება საქართველოში. როცა არსებობს იტალიის მაგალითი, სიბრიყვე და დანაშაული იქნება, იმავეს დაშვება საქართველოში”– განაცხადა ჩვენთან საუბრისას გოგოლაძემ.

ჟურნალისტი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეკლესია ვირუსის გავრცელების წყარო არ უნდა გახდეს.

“დიახ, მეც მწამს ღმერთი და მჯერა, რომ ეკლესიისგან დისტანციის დაცვა ღმერთისგან დისტანცირებას არ ნიშნავს. ნიუ-იორკის მაგალითი უკვე გითხარით, როცა ებრაელებით დასახლებულ უბანში ერთიანად იფეთქა რამდენიმეასეულმა შემთხვევამ. ამის მიზეზი კი თებერვლის ბოლომდე სინაგოგებში ხალხის მასიური სიარული გახდა. გარდა ამისა მათ არ შეწყვიტეს ხალხმრავალი ქორწილების გადახდა, რის შედეგადაც მხოლოდ ერთ დღეს ებრაული ქორწილიდან პირდაპირ ჰოსპიტალში 100-ზე მეტი ინფიცირებული მოხვდა.

ბუნებრივია, ნიუ-იორკში ვირუსის გავრცელების წყარო არ არიან ებრაელები უბრალოდ ეს უბანი ბოროპარკი, ჩემს უბანთან ახლოსაა და ამ შემთხვევების შესახებ გავიგე ადამიანებისგან. თორემ ებრაელი გახდა ვირუსის გამავრცელებელი, ამერიკელი თუ ჩინელი ამის თქმა შეუძლებელია.

ჩემი აზრით, კარგი იქნება რომ საქართველოშიც გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები – აქ ტელევიზიით ნახევარ საათში ერთხელ ვიდეორგოლებიც კი ვრცელდება – “მოდი ცოტა ხანი ვიყოთ ცალკე, რომ შემდეგ დიდი ხანი ვიყოთ ერთად!” შესაბამისად, ცოტა ხანი თუ არ მივა მრევლი ეკლესიაში, ეს არ იქნება ისეთი მძიმე პრობლემა, სადამდეც შეიძლება წირვა-ლოცვაზე სიარულმა მიგვიყვანოს.

საქართველოში ჯერ არ არის ისეთი რთული სიტუაცია რაც არის ნიუ-იორკში. ბოლო ხუთი დღეა, ქუჩიდან მხოლოდ სასწრაფო დახმარების სირენების ხმა შემოდის და ეს ძალიან დამთრგუნველია. იმის გაცნობიერება, რომ შეიძლება დახმარება დაგჭირდეს და შენთვის არავის ეცალოს, ძალიან რთულად გადასატანია.

ნიუ-იორკში ეს მძიმე რეალობა უკვე დადგა, საქართველოში კი მოსალოდნელ საფრთხეს ისე მძაფრად ვერ აღიქვამენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა შემზარავი სურათი, როცა თაიმს სქვერზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკის წინ გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს. არავის ვუსურვებ საკუთარ ქალაქში ამის ნახვას”– აცხადებს გოგოლაძე.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, შორენას გოგოლაძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ვაქცინის შექმნაზე აქტიურად მუშაობს.

“ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ საუკეთესო შემთხვევაში ვაქცინა 12 თვის შემდეგ იქნება მზად. თუმცა ამერიკაში არსებობს სამი სახის წამალი, რომლებსაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ. ამ წამლებს არცერთ შემთხვევაში არ გამოუწვევია უკუჩვენება, ყოველშემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პრეპარატების სახელს შეგნებულად არ დავასახელებ, რადგან იყო შემთხვევა, როცა ტრამპმა დაასახელა ერთ-ერთი წამალი, ის არიზონაში მცხოვრებმა ადამიანმა თვითნებურად მიიღო და გარდაიცვალა, მისი ცოლი კი დღემდე ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ბოლოს, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნიუ-იორკის სისხლის ცენტრში პირველად მიიღეს იმ ადამიანების პლაზმა, რომლებმაც კორონავირუსი წარმატებით დაამარცხეს და სრულად გამოჯანმრთელდნენ. დაინფიცირებული პაციენტები დონორისგან დახმარებას პლაზმური გზით მიიღებენ, რათა ანტისხეულებმა ვირუსით დაავადებული სხეული უფრო სწრაფად გაასუფთაონ. აღნიშნული მკურნალობა აშშ-ში სურსათისა და წამლის ადმინისტრაციებმა უკვე დაამტკიცეს- თქვა შორენა გოგოლაძემ.

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved