• რეკლამა
  • კონტაქტი
05:29, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თაღლითობა სუროგატი დედების სახელით – როგორ გამოსძალეს ფული უშვილო წყვილებს

ალია ავტორი - ალია
13:53 03-30-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

საბანკო ამონაწერების, მოკლეტექსტური შეტყობინებებისა და დაზარალებული წყვილის ჩვენების მიუხედავად, თაღლითობაში დადანაშაულებული ქალი თავისუფალია.

“შაბათის ეთერს” დაზარალებულები უყვებიან, რომ ანჟელა კვარაცხელიას და მის ქმარს ემიგრანტმა ოჯახმა სამასი ათასს ლარზე მეტი ჩაურიცხა.
უშვილო წყვილმა ეს თანხა პოლონეთიდან და იტალიიდან თბილისში აგზავნა იმ იმედით, რომ სუროგატი დედის დახმარებით, შვილი ეყოლებოდათ, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, დიდი რაოდენობით თანხა მოტყუებით წაართვეს.

“ტვ პირველის” გამომძიებელ ჟურნალისტს უშვილო წყვილი უყვება, რომ ანჟელა კვარაცხელია მათ სამედიცინო აგენტად გაეცნო და ყველა საკითხის მოგვარებას დაჰპირდა. ხელოვნური განაყოფიერებიდან დაწყებული, სუროგატი დედის მოძებნით დამთავრებული. რადგან ამ მომსახურებისთვის დიდი ფული იყო საჭირო, ცოლიც და ქმარიც ემიგრაციაში წავიდა და თანხის შეგროვება დაიწყეს.

დაზარალებულთა მონყოლის მიხედვით, კვარაცხელია წყვილს ცხრა წლის განმავლობაში არწმუნებდა, რომ სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის მცდელობები უშედეგო იყო. ხან ეუბნებოდა, რომ სუროგატ დედებს ორსულობა უწყდებოდათ და ახალი ცდისთვის დამატებით ფული იყო საჭირო.

ხუთი უშედეგო პროცედურის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, ბოლოჯერ ეცადა. ამჯერად ორი სუროგატი ერთად აიყვანეს. მათი თქმით, ანჟელა კვარაცხელია არწმუნებდა წყვილს, რომ ერთი ბათუმელი ქალი იყო, მეორე გორელი.. ორივე დონორს ფოტოებით იცნობდნენ.

რესპონდენტების მონაყოლის თანახმად, ანა კვარაცხელია არცერთთან კომუნიკაციის უფლებას ცოლ-ქმარს არ აძლევდა და როგორც მინდობილი პირი ყველა საკითხს თავად აგვარებდა.

საბოლოოდ, 2024 წლის მაისში წყვილს ანა კვარაცხელიამ შეატყობინა, რომ ორივე ქალმა ღუდუშაურის კლინიკაში იმშობიარა და მათ უკვე ჰყავდათ ნანატრი გოგონები, თუმცა სურათი მალევე შეიცვალა, ქალი დაზარალებულებს ამჯერად აძრწუნებდა, რომ ჩვილებს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ და კლინიკაში უნდა დარჩენილიყვნენ.

ბავშვების მკურნალობა თითქმის ცხრა თვე გაიწელა. დედა იტალიიდან თბილისში პერიოდულად ბრუნდებოდა იმ იმედით, რომ ღუდუშაურის კლინიკაში მყოფი შვილები ენახა, მაგრამ ანა ისევ კატეგორიულ უარზე იყო.

წყვილმა საბოლოოდ გაარკვია, რომ სუროგატი დედების და დაბადების ბავშვების ამბავი გამოგონილი იყო, ფულის გამოძალვისთვის. ღუდუშაურის ადმინისტრაცია გაოგნებულია სიცრუის ამ მაშობინებთ. ირკვევა, რომ არც ერთი გოგონა და არც მეორე ამ კლინიკაში არ დაბადებულან. შესაბამისად ყალბია ის ფოტოები , რომელიც კვარაცხელიამ საავადმყოფოდან გაუგზავნა ბიოლოგიურ მშობლებს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved