• რეკლამა
  • კონტაქტი
01:13, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა პირიქით – პაპუაშვილი ივანიშვილის ჩანაწერზე

ალია ავტორი - ალია
11:47 04-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის გუშინ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერები მონტაჟია. მისი განცხადებით, ამ ჩანაწერების გავრცელების მიზანი ქვეყანაში არეულობა და საქართველოს ომში ჩათრევაა.

მისი აზრით, “ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა პირიქით, ჭორის ადრესატმა”.

“ერთადერთი რასაც ეს კამპანია ადასტურებს არის ის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში, რათა საქართველო ჩათრეულ იქნეს ომში. გუშინ პრინციპში, ყველაზე კარგი რაც იყო, ვიზუალურადაც ვიხილეთ როგორ მზადდება და როგორ ხდება განხორციელება ამ დეზინფორმაციული კამპანიის, ე.წ. ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც, შეუიარაღებელი თვალითაც და ყურითაც ჩანს, რომ არის მონტაჟი, მეორე როგორ ხდება ამაზე რეაქცია, შიგნიდან გარეთ ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართული. როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზირება პარტიის, შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიების მიერ, როგორ ხდება შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის “სირცხვილიას” მიერ ამის უკვე ქვეყნის გარეთ გატანა, მთელი კონვეიერი არის. […] არაფერი მიუთითებს, რომ არის ავთენტიკური, მეორე, არანაირი ფაქტი, თუკი არის რაღაც საუბრები, ამას ფაქტებიც ხომ უნდა მოჰყვეს, არც ფაქტი არაფერი არაა”, – თქვა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, თუ ვინმეს რამე გამოსაძიებელი აქვს, ეს პარლამენტის კომპეტენციას არ წარმოადგენს.

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის ორი ჩანაწერი 25 აპრილს გავრცელდა. ჩანაწერში სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ივანიშვილს ბიზნეს იდეით ურეკავს. ივანიშვილის პასუხებიდან კი იკვეთება, რომ თავადაც დაინტერესებულია ამ გარიგებით. ევტუშენკოვი კომპანია “სისტემას” მფლობელია, რომელიც სამხედრო დრონებს ამზადებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved