• რეკლამა
  • კონტაქტი
06:50, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჭიჭე ვაშაძეში ნათელაშვილის მომავალს ვხედავ – ფანჩატურში დაამთავრებს ნათელაშვილივით“ – ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეზე

ალია ავტორი - ალია
14:22 01-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა:

„ტროიკა რომ დარბის – ჭიჭე ვაშაძე, რუსეთისგან დაფინანსებული ხოშტარია და მესამე ჩახდილი. ამ ტროიკამ საქართველოს რა უნდა მისცეს? ურა, პატრიოტიზმით გამოდიან და იძახიან, რუსები არ გვინდაო, როგორ შემოუშვითო. ესენი ტურისტები არიან და გუშინ რა აღმოჩნდა? ჭიჭე ვაშაძეს რუსებისთვის თავისი ბინა მიუქირავებია. ამათი მორალი ხომ ამორალურია და ეს იცის საზოგადოებამ, ამიტომ არიან ერთპროცენტიანი. ჭიჭე ვაშაძეში ნათელაშვილის მომავალს ვხედავ – ფანჩატურში დაამთავრებს ნათელაშვილივით, იქიდან მარტო ყველას რომ ლანძღავს. ამასთან სერიოზული საუბარი შეუძლებელია. როცა საზოგადოებას ამუნათებ და ეუბნები, რუსები არ შემოვუშვათო და ამ დროს, მათზე ბინას აქირავებ, რა კაცია? გავიგეთ, პოლიტიკოსი ნოლია. ეთერისთვის უხერხულში ვარ, ჩემი მიდგომა ასეთი არ იყო, მაგრამ სადაც კი ამ იაფფასიან პოპულიზმს წავუსწრებ, ყველგან ასე შევალ და ვამხელ, არ გავუტარებ. ვის გავუტარო, უპრინციპო ადამიანს? – უკრაინაში სელფებს იღებდა და ფანჯრიდან ერთვებოდა. გონჩარენკოს დონის პოლიტიკოსია, მისგან არაფერი გამოვა. დებატებში შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, პოლიტიკაში ვართ და ეს მოსულა. მთავარია, სიმართლე ილაპარაკო და ამორალური არ იყო, ქვეყნის ინტერესები დაიცვა და ყალბ ნარატივზე არ უნდა იდგე. რაც ეთერში ვთქვი, ლამაზი არ იყო და ბოდიში მოვიხადე, ქართველები ვართ, ემოციურები ვართ და შეიძლება, ვიჩხუბოთ კიდეც. მთავარია, სიმართლე ილაპარაკო და ვაიპატრიოტებს ნიღაბი ჩამოხსნა. ჭიჭე ვაშაძე ყოველ ჯერზე იტყუება – საჯარო სამსახურის თანამშრომლების ხელფასები დავუთვალე. კომაროვი მაქვს დამთავრებული და თუ ჩემი არ სჯერა, კალკულატორს მივუტან. მთელი მიმართულებებია, სადაც ხელფასი დაბალია, მაგრამ როცა პოპულისტობს, მიუღებელია. იუსტიციის სახლის რეფორმას ტყუილად იწერს, ადეიშვილმა ამხილა – ჩვეულებრივი ხელმოცარული პოლიტიკოსია, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად“

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძემ ბინა რუსეთის მოქალაქეს მიაქირავა.

თეგები: გიორგი ვაშაძეირაკლი ზარქუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved