• რეკლამა
  • კონტაქტი
00:34, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჭავჭავაძის 64ბ“-მ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

ალია ავტორი - ალია
14:05 08-23-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

უძრავი ქონების მენეჯმენტის კომპანია „ჭავჭავაძის 64ბ“-მ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 10 მილიონი დოლარისა და 3 მილიონი ევროს ღირებულების 2 წლიანი, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა განთავსებაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ევროში დენომინირებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებელი – 7.75%-ით, დოლარში დენომინირებული ობლიგაციების წლიური კუპონი კი 8.75%-ით განისაზღვრა.

ობლიგაციებმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საცალო ინვესტორებისგან. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებში ინვესტირება საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქე 100-მდე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა განახორციელა. ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული  პროგრამის ფარგლებში, კომპანია დამატებით 7.5 მილიონ ევრომდე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული ფულადი სახსრები კომპანიის საბანკო ვალდებულებების დაფარვას მოხმარდება,რაც მისი სასესხო პორტფელის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს.

„ჭავჭავაძის 64ბ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის უკვე მეორე ბენეფიციარია.

„2024 წელს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ახალი ეტაპი დაიწყო. თუ აქამდე მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ერთადერთი გზა იყო ბანკიდან სესხის აღება, ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ კაპიტალის ბაზრების განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. პროგრამის თანახმად, კომპანიებს საშუალება აქვთ მიიღონ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება, რაც მოიცავს როგორც წარმატებით განთავსების საკომისიოს, ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 2024 წელს დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც საფონდო ბაზარზე 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ“, – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

„მოხარული ვართ, რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანს და ჩვენი სადებიუტო, საკმაოდ მასშტაბური ტრანზაქცია წარმატებით განვახორციელეთ. ტრანზაქციამ ინვესტორების მხრიდან მაღალი დაინტერესება გამოიწვია, რაც კომპანიის მიმართ მაღალ ინტერესსა და ნდობაზე მიუთითებს. ფასიანი ქაღალდების გამოშვებით კომპანიამ წარმატებით მოახდინა დაფინანსების დივერსიფიკაცია და ხარჯების ოპტიმიზაცია. დიდი იმედი გვაქვს, რომ „რედიქს ჯგუფი“ ბაზარს სამომავლოდაც შევთავაზებს მსგავს წარმატებულ და ინოვაციურ პროდუქტებს და ამ შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდით „გალტ & თაგარტს“, „თიბისი კაპიტალს“, სხვა პარტნიორებსა და ინვესტორებს“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა, კომპანიის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მფლობელმა.

„მოხარული ვართ, რომ „ჭავჭავაძის 64ბ“-მ,ადგილობრივ ბაზარზე ობლიგაციების სადებიუტო ემისია წარმატებით განახორციელა და როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი საცალო ინვესტორებისგან და იურიდიული პირებისგან დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინსასების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში ხელს ვუწყობთ კომპანიას, რომელიც ქალაქში უმსხვილეს,მაღალი დონის ბიზნეს ცენტრს ფლობს და სადაც უმსხვილესი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები ოპერირებენ“, –მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

 

„ვულოცავთ „ჭავჭავაძის 64ბ“-ს სადებიუტო ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას. ინვესტორების მხრიდან კომპანიის ფასიანი ქაღალდების მიმართ გამოხატული მაღალი ინტერესი ხაზს უსვამს კომპანიის, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ბიზნეს-ცენტრის პოზიციას ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ „ჭავჭავაძის 64ბ“-ს სახით ბაზარს კიდევ ერთი წარმატებული ემიტენტი შეემატა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში „რედიქს“ ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ წარმატებულ ტრანზაქციას შევთავაზებთ“, – ქეთევან თოიძე, „გალტ & თაგარტის“ დირექტორის მოადგილე.

„ჭავჭავაძის 64ბ“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ფლობს და მართავს  32 მილიონ დოლარად შეფასებულ, 19 სართულიან, A კლასის ბიზნეს ცენტრს. კომპანიის მოიჯარეები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, დიპლომატიური კორპუსები და საერთაშორისო ფინანსური  ინსტიტუტები, მათ შორის: აზიის განვითარების ბანკი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, იაპონიის საელჩო, ევროპის საბჭო და სხვა.

„ჭავჭავაძის 64ბ“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, უძრავი ქონების მენეჯმენტ კომპანია – „რედიქსის“ ჯგუფის წევრია, რომელიც სხვადასხვა სექტორში ახორციელებს ინვესტირებას.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved