ძლიერი წვიმის შედეგად გუშინ ღამით დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა – 112-ში 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, მეხანძრე-მაშველები ყველა ლოკაციაზე ახდენდნენ რეაგირებას.
შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოების და ქუჩების დატბორვას უკავშირდებოდა.
ძლიერი წვიმის შემდეგ დღეს უბნის ქუჩების დიდი ნაწილი ტალახით არის დაფარული, განსაკუთრებით კი – კერძო დასახლებების ის ქუჩები, სადაც ასფალტის საფარი არ არის.




„რუსთავი 2“
კომენტარები