• რეკლამა
  • კონტაქტი
08:56, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტაძარში ცეცხლის ალი ავარდა და შიშით გულწასულები ფოფხვით გამოსულან ტაძრიდან… – სვეტიცხოვლის სასწაული

ალია ავტორი - ალია
11:43 07-31-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
327

ფეისბუქში გურამ ონიანის მოგონება გააზიარეს. აი, რას იგონებს ბატონი გურამი სვეტიცხოველში მაცხოვრის ხელთუქმნელი კვართის მოსაძიებლად მისულ ექსპედიაციაზე.

გურამ ონიანი: მამა გაბრიელზე მართლაც ბევრი რამის გახსენება შეიძლება. ერთხელ სამთავროში დედებმა მიამბეს: თურმე სვეტიცხოველში არქეოლოგები შესულან მაცხოვრის ხელთუქმნელი კვართის მოსაძიებლად.

გახსოვთ, ალბათ, კომუნისტების მეთოდი, რაიმეს რომ ამოიჩემებდნენ, მოკვდებოდნენ და შეასრულებდნენ.

სვეტიცხოვლის არქეოლოგიურ ექსპედიციას აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე ხელმძღვანელობდა. როგორც კი გათხრებს შეუდგნენ, ტაძარში ისეთი გუგუნი დაწყებულა, ვეღარ გააგრძელეს მუშაობა და შეშინებულები გამოცვივდნენ ეზოში. მეორე დღეს ისევ განაახლებინეს დაწყებული საქმე, რა თქმა უნდა, იძულებით. როცა მიწას თხრიდნენ, გუგუნთან ერთად, ტაძრის კედლებმა ისეთი ზანზარი დაიწყო, თითქოს მიწა იძრაო და შეშინებულმა ექსპედიციის წევრებმა ძლივს გამოასწრეს ტაძრიდან. კარგა ხნის შემდეგ, როცა არქეოლოგები მესამედაც აიძულეს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ, იგივე განმეორდა, ოღონდ ამჯერად ტაძარში ცეცხლის ალიც ავარდა და შიშით გულწასული მეცნიერები ფოფხვით გამოსულან ტაძრიდან.

“ვინც უნდა გვიბრძანოს გათხრების გაგრძელება, ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებთ, თუნდაც სამსახურიდან გაგვყარონ. ჩვენი ამოთხრილი მიწა წმინდა ადამიანმა უნდა ამოავსოსო”, – განუცხადებიათ ექსპედიციის წევრებს და მამა გაბრიელისთვის უთხოვიათ ამის გაკეთება.

როგორც ხედავთ, ყველაფერი ღვთის დაშვებით მოხდა. ათეისტებიც კი მიხვდნენ საბოლოოდ იმას, რაოდენ დიდ სიწმინდეს შეეხნენ და ამ წმინდა ადგილის გასაპატიოსნებლად მამა გაბრიელს მიმართეს დასახმარებლად.

მამა გაბრიელი სრულიად მარტო შევიდა სვეტიცხოველში, ტაძრის კარები შიგნიდან გადარაზა და სამი დღე არ გამოსულა იქიდან. ატყდა შფოთი – ” სამი დღეა გასული, მამა გაბრიელის ხმა საერთოდ არ ისმის, ამდენი ხანი მშიერ-მწყურვალია, რაიმე ხომ არ დაემართაო”.

მესამე დღის საღამოხანს მამა გაბრიელი ტაძრიდან გამოსულა და სრულიად უვნებელს იუმორით უთქვამს:

“რაიმე მაჭამეთ, მეტი აღარ შემიძლია, ლამის შიმშილით მოვკვდეო”, რადგან იცოდა, ამაზე ღელავდა განსაკუთრებით ტაძრის წინ მომლოდინე ხალხი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved