• რეკლამა
  • კონტაქტი
12:59, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუს-მა იცის როგორ შოულობენ სასულიერო პირები დიდ თანხებს მაქინაციური გზებით – რა ინფორმაციას ავრცელებს შაბათის ფორმულა

ალია ავტორი - ალია
11:37 09-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებიდან ირკვევა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის უწყება ფლობს ინფორმაციას თუ როგორ შოულობენ სასულიერო პირები სოლიდურ თანხებს გავლენების გამოყენებით.

დოკუმენტებში ვკითხულობთ მათი კავშირების შესახებ მთავრობის წევრებთან, საგამოძიებო უწყებების მაღალჩინოსნებთან, რასაც სასულიერო პირები იყენებენ გამდიდრებისთვის. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ფაილებში იძებნება ფულის სანაცვლოდ გარკვეული ყალბი დოკუმენტებისა და ვიზების დამზადების სქემები. 

სუს-ის ფაილების მიხედვით, სასულიერო პირები ათეულ მილიონიან მაქინაციებში მონაწილეობასაც არ ერიდებიან. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი მოსკოვიდან საქართველოში, 28 მილიონი ევროს ეტაპობრივად გადმორიცხვას ეხება. მოქალაქე დახმარებას სამების არქიმანდრიტ, გრიგოლ აბაშიძეს სთხოვს. მთავარი პირობა ხელისუფლებასთან სიტუაციის ისე დალაგებაა, რომ თანხა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ჩაირიცხოს. სანაცვლოდ კი მიღებული ფულის 30%-ის განაწილებას ჰპირდება. საქმეში აბაშიძესთან ერთად სხვა სასულიერო პირებიც ფიგურირებენ.

პირველ ეტაპზე თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის ანგარიშზე იგეგმება 500 000 ევროს გადმორიცხვა, საიდანაც თანხის 10%-ს მიტროპოლიტი გური შალამბერიძე და ი.რევიშვილი გაინაწილებენ, ხოლო 20%-ს ი.ცეცხლაძე, გ.აბაშიძე და ს.ჯანიაშვილი.

გრიგოლ აბაშიძე 28 000 000-იანი ფინანსურ მაქინაციაში მონაწილეობასთან ერთად, კიდევ ერთ ეპიზოდს უარყოფს, რომელიც ფაილებში ინახება. ის თერჯოლა-ტყიბულის მღვდელმსახურთან, ისაია ცეცხლაძესთან და დეკანოზ ავთანდილ გრძელიძესთან ერთად არაერთხელაა მოხსენიებული შეწყალების კომისიისთვის სიების შედგენაში. სუს-ი არკვევს,რომ სასულიერო პირები გათავისუფლების სანაცვლოდ თითოეული პატიმრის ოჯახიდან 5 000$-ს იღებდნენ და ამისთვის მაშინდელ სასჯელაღსრულების მინისტრთან სოზარ სუბართან კავშირებს იყენებდნენ.

ისაია ცეცხლაძე და გრიგოლ აბაშიძე ერთად კიდევ ერთ სკანდალურ ეპიზოდში ფიგურირებენ. უკანონო მიყურადების ანგარიშებიდან ირკვევა, რომ თბილისის რამდენიმე მეტროსადგურთან განაწილებული ჰყავს ადამიანები, რომლებიც ეკლესიის მშენებლობისთვის იღებენ შემოწირულობას. რასაც სინამდვილეში თანხას აბაშიძე პირადი სარგებლობისთვის იყენებს. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ მორჩილებს თანხის შეგროვება აუკრძალა, აბაშიძემ მამა ისაია ცეცხლაძეს მიმართა. ეს უკანასკნელი კი საქმეს ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილესთან და მის უფროსთან, დავით ცინარიძესთან ალაგებდა.

მასალებიდან ირკვევა, რომ თანხას არქიმანდრიტი იმაშიც კი იღებდა, რომ თვითმკვლელისთვის წესი აეგო და პანაშვიდი გადაეხადა. თავად აბაშიძე ჩანაწერებს არ ენდობა და ამბობს, რომ თითოეული დოკუმენტი არარეალურია, ბრალდებები გამოგონილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ამ ფაილებს შეხება არ აქვთ.

სუს-ის ფაილებში მრავლად არის მასალები პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ფინანსურ მაქინაციებზეც. ერთ-ერთ მათგანში ვკითხულობთ:

შორენა თეთრუაშვილმა თბილისის ჯვარის მამის ეკლესიის მონაზონ ვინმე თამარის (ამ დროისთვის უცნობია) უყიდა MERCEDES BENZ C-კლასის მანქანა. სოსო ოხანაშვილის სიტყვებით დედა თამარის კომპრომატები აქვს შორენა თეთრუაშვილსა და მეუფე თეოდორეს (ჭუაძე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის წინამძღვარი) წინააღმდეგ, რადგან მის ყველა მოთხოვნას დაუყოვნებლივ ასრულებენ. მონაზონმა ეს ინფორმაცია შაბათის ფორმულასთან არ უარყო. 

მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ ვინმე დავით გულორდავას თეთრუაშვილის თანაშემწის დახმარებით იტალიის ვიზა გაუკეთეს. სუს-ის ანგარიშებში წერია, რომ გაყალბებულ საბუთებში გულორდავა და კიდევ ერთი პირი საპატრიარქოს მგალობლებად იყვნენ მოხსენიებული. თითოეულ მათგანს ვიზა 700-700 დოლარი დაუჯდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved