• რეკლამა
  • კონტაქტი
21:29, შაბათი, 22 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სულ ვფიქრობდი, უნდა მეთქვა თუ არა…“ – ზვიად კუპრავა პატრიარქთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს

ალია ავტორი - ალია
11:42 05-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,782

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზვიად კუპრავა საკუთარ Facebook გვერდზე წერს:

„სულ ვფიქრობდი, უნდა მეთქვა თუ არა.. რთულია. ასაკოვან კაცზე, თან მაღალი ავტორიტეტის მქონე პატრიარქზე, ნამდვილად არ არის მარტივი, ილაპარაკო.
მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ რამე არის სათქმელი, უნდა ვთქვა სანამ ცოცხალია და შეუძლია პასუხი და არა სიკვდილის შემდეგ. ეს ჩემთვის დიდი მორალური ბარიერი იქნება.
2018 წლის 2 ივნისს, როდესაც საპროტესტო აქციებით დუღდა რუსთაველი, ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი მეუფე და მე და ზაზა სარალიძე დაგვიბარეს პატრიარქთან.
სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი. დაახლოებით 17 საათზე წავედით შეხვედრაზე, საპატრიარქოში.
როგორც მოხდა, შეთანხმების მიუხედავად, ჩემთვის მოულოდნელად მე არ შემიშვეს პატრიარქთან. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ შეხვედრიდან გამოვიდა ზაზა და მისი მეუღლე, ჩავსხედით მანქანაში და დავიძარით რუსთაველისკენ.
მანქანაში მოვტრიალდი და ზაზას ვკითხე, თუ რა უთხრა მას პატრიარქმა?
ლოცვა გააძლიერეთო – მიპასუხა მან. თავი დავხარე, ცხადია პატრიარქისგან სხვა მოლოდინი არც ყოფილა.
ამ დროს ატირდა ზაზას გვედრდით მჯდომი მისი მეუღლე, დათუნა სარალიძის დედა.
– მხოლოდ ეგ არ უთქვამს, თქვა მან.
– სანამ თქვენ რუსთაველზე დგახართ, თქვენი შვილის სული არ ცხონდებაო. – თქვა მან მკაცრი ხმით და ტირილი გააგრძელა.
სისხლი გამიშრა. სიტყვა ვერ ვიპოვე. მივტრიალდი და გავაგრძელეთ გზა რუსთაველისკენ, სადაც წვიმაში იდგა ხალხი და გველოდებოდა.
არ მესმის, მაგრამ ვიცი რატომ არ ხვდება პატრიარქი მიხეილ სააკაშვილის ოჯახს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved