სწრაფი ტესტების სკანდალი – ხელისუფლებამ ისევ არ იცის როდის შემოვა ახალი ტესტები ქვეყანაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერმა და საკოორდინაციო საბჭოს წევრმა კახი კალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე კომპანიასთან.
ის, თუ როდის იქნება ქვეყანაში სწრაფი ტესტები კალაძე ინფორმაცია არ აქვს.
„რაც შეეხება კონკრეტულ ტესტებს ეს არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ევროპულ ბევრ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემები იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო ცდომილება. ესპანეთში, მაგალითად, კატასტროფული შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ pcr ტესტები, ოქროს ტესტებს როგორც ეძახიან, ჩვენ გვაქვს ამის მარაგი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ა.შ.” , -განაცხადა კალაძემ.
კომენტარები