• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სტრატეგია აღმაშენებელმა 27 საათიანი ტურნე დაიწყო“ – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
13:38 10-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ბევრი რაიონი, რომლის მოსახლეობასაც მასთან შეხვედრა სურს, სწორედ ამიტომ 27 საათიან უწყვეტ ტურნეს ბათუმიდან იწყებს ვაშაძის თქმით 27 საათის მანძილზე მაქსიმალურად ბევრ ადამიანს შეხვდება და მათ საარჩევნო პროგრამას გააცნობს. პარტიის პრემიერობის კანდიდატის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“  გამარჯვების გზაზე მიდის
„არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ძალიან ბევრ რაიონს უნდა რომ ჩავიდე, ვისაუბროთ, დავგეგმოთ, შევხდეთ მოსახლეობას და კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს მოსასწრები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ 27 საათიანი უწყვეტი ტურნე დავიწყო ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში. ამ 27 საათის განმავლობაში შევხდებით ძალიან ბევრ მხარდამჭერს, მოქალაქეს, ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც ჩვენთან შეხვედრა უნდა და გავესაუბრებით ჩვენს მოხალისეებს. ბევრი დასვამთ კითხვას რატომ 27 საათი და არა 24 საათი?! – იმიტომ, რომ  27  „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ნომერია ანუ ყველამ უნდა შემოვხაზოთ 27 ნომერი, იმისათვის, რომ  დავიწყოთ აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე. ამ 27 საათის მანძილზე შევეცდები, რომ მაქსიმალურად ბევრ რაიონში ჩავიდე, ბევრი ადამიანი ვნახო, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს  ავუხსნა და განვუმარტო ჩვენი პროგრამა და ვუთხრა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და ეს  პერსპექტივა აღმშენებლობის გზაზე გადის. პირველივე დღიდან, როცა ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა დავაფუძნეთ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საქმის გარშემო გაგვეერთიანებინა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, უარი გვეთქვა დაპირისპირებაზე და მაქსიმალური კონსოლიდაცია საქმეზე გაგვეკეთებინა. აი ეს არის სწორედ „სტრატეგია აღმაშენებლის“ შინაარსი, გვაქვს ბევრი პროექტი და გეგმა, მაგრამ რაც მთავარია გვაქვს უშრეტი  ენერგია, რომ დღე და ღამე ვიმუშაოთ იმისათვის, რომ  ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ამ უშრეტ ენერგიას შემდეგი 27 საათის მანძილზე გაჩვენებთ, ყოველ საათში ერთხელ ფეისბუქ ლაივის საშუალებით ნახავთ რა აქტიობა გვაქვს, მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ.  27 ნომერი 27 საათის მანძილზე ტურნეს ვიწყებთ ბათუმიდან და მაქსიმალურად შევეცდებით მთელი საქართველო მოვიცვათ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამარაჯვების გზაზე მიდის და მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. ბათუმიდან მივდივართ ოზურგეთში, სადაც შევხდებით ჩვენს მოხალისეებს და მოსახლეობას გავესაუბრებით. 15:00 საათზე კი ქუთაისში დიდი ღონისძიება გვექნება. დროა ვაჩვენოთ ჩვენი ენერგია თუ რა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ ენერგიით გვინდა, რომ საბოლოო ჯამში გავიმარჯვოთ“ – გიორგი ვაშაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved