• რეკლამა
  • კონტაქტი
08:57, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სრული ქაოსი მივიღეთ – “მწვანე პასპორტები” უნდა იყოს, მაგრამ ფორმა დასახვეწია“ – გიორგი მთიულიშვილი

ალია ავტორი - ალია
10:46 11-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

მე პირადად თანახმა ვარ, რომ იყოს „მწვანე სივრცეები“, „მწვანე პასპორტები“, მაგრამ დასახვეწია ფორმა, რადგან ახლა სრული ქაოსი მივიღეთ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მთიულიშვილმა განაცხადა.

„მწვანე პასპორტები“ დახვეწილად აქამდეც რომ მიგვეღო, არც ეს ჩაკეტვა/გახსნები იქნებოდა და არც ამდენი ფატალური შემთხვევა. მე პირადად თანახმა ვარ, რომ იყოს „მწვანე სივრცეები“, „მწვანე პასპორტები“, მაგრამ დასახვეწია ფორმა, რადგან ახლა სრული ქაოსი მივიღეთ.

არსებული ფორმით „მწვანე პასპორტების“ შემოღებით რას გვეუბნებიან? – გასართობ ცენტრში მოსულ სტუმარს უნდა მოვთხოვო პასპორტი. მაგრამ თუ ჩემთან მოსვლამდე სტუმარი ჩაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ან შევა მოლში, სადაც არაა სავალდებულო „მწვანე პასპორტი“ და იქ დაინფიცირდება, ვამბობთ – მერე რაო. ასევე გვეუბნებიან, რომ თანამშრომლებში სავალდებულო არ არის, მაგრამ სტუმარს „მწვანე პასპორტი“ უნდა ჰქონდესო. აქაც ძალიან ვცდებით ლოგიკას.

„მწვანე სივრცეები“ აქამდეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფუფუნების საგანი არ უნდა იყოს. რესტორანი, გასართობი ცენტრი თუ სხვა ობიექტები, მაინც ფუფუნების საგანია ადამიანებისთვის, ამიტომ თუ გამოვტოვეთ ისეთი ობიექტები, როგორიც არის მოლი და ა.შ., სადაც ყოველდღიურად გვიწევს შესვლა, მაშინ ბალანსი როგორ მოხდება და როგორ გადაეფარება ეს დამცავი ფენა საქართველოს, რათა ამხელა სიკვდილიანობა აღარ გვქონდეს. მსგავსი წერტილებიც უნდა ამოევსოთ, რომ გავრცელება აღარ მომხდარიყო.

ამასთან, როგორც გავარკვიე, QR კოდები რომ შეამოწმოს, კადრი ჩვენ უნდა გამოვყოთ, ჩვენ უნდა მივცეთ ხელფასი, ეს ერთის მხრივ მარტივია, მაგრამ ახალი თანამშრომლის დამატება და ფინანსური ხარჯის გაზრდა, ისევ ჩვენ გვაწვება და იმედი მაქვს, ამაზე რაღაც შეხვედრა იქნება,“- განაცხადა მთიულიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved