• რეკლამა
  • კონტაქტი
10:02, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სრული დომხალია. გაღიზიანებული, გაგიჟებული სტუდენტები, რას აკეთებენ ,თითონაც არ იციან – ლამარა აბჟანდაძე

ალია ავტორი - ალია
12:56 06-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
411

ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში წერს:

“1948-53 წლებში ვსწავლობდი მაშინდელ სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ დროს ჩვენი რექტორი იყო ნიკო კეცხოველი, კაცი ლეგენდა, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, სტუდენტების დამცველი. ეს წლები ჩემთვის განუმეორებელია, რადგან ამ წლებში ჩამოვყალიბდი, როგორც მოქალაქე, რომელიც არ უნდა შეეგუოს უსამართლობას, რომელიც თავდაუზოგავად უნდა შრომობდეს და ასე აღწევდეს მეცნირების მაღალ დონეზე შესწავლას, ადამიანი, რომელმაც პატივი უნდა სცეს სხვა ადამიანს.. მაგრამ ახლა. . . შევიხედოთ უნივერსიტეტში. . . სრული დომხალია. გაღიზიანებული, გაგიჟებული სტუდენტები, რას აკეთებენ ,თითონაც არ იციან. მოდით დავსვათ კითხვა; რამ მიიყვანა ეს ახალგაზრდები აქამდე? პასუხი ნათელია, სტუდენტების აბუჩად აგდებამ, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესებამ. განსაკუთრებით რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტების ყოფა გახდა აუტანელი. როცა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები სტუდენების საცხოვრებელ პირობებს არ ითვალისწინებენ, როცა ისინი თავისი კეთილდღეობისათვის ზრუნვაში ივიწყებენ სტუდენტს, როგორც ადამიანს, როგორც მოქალაქეს, რომელსაც სჭირდება მზრუნველი ხელი, ცხადია, აქ იწყება ლექტორებსა და სტუდენტებს შორის გაუცხოვება. სწორედ ამან მიიყვანა დღეს ახალგაზრდები იმ მდგომარეობამდე, რასაც ეს ბოლო ორი დღეა ვუყურებთ. და კიდევ ერთი. მე გაოცებული ვკითხულობდი კომენტარებს იმ მოქალაქეებისა, რომლებიც სწავლა აღზრდის საკითხში დილეტანტები არიან. ” გარიცხეთ ყველა”, ” მათ სწავლა არ უნდათ”. მომაგონდა ბოლშევიკების დრო, როცა ისინი მთელი ხმით გაჰყვიროდნენ “დაიჭირეთ, გადაასახლეთ, მოკალით”. ასე არ შეიძლება, დაფიქრდით ხალხო!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად
ახალი ამბები

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად

20:03 01-20-2026
რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა
ახალი ამბები

რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა

18:47 01-20-2026
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved