სროლა ვარკეთილში – პოლიცია ამ დრომდე ეძებს ახალგაზდა კაცს, რომელიც ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით “ჰუალინგის” დასახლებაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა.
სროლის შედეგად დაზიანებულია სამი ავტომობოლი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარება იყო მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.
კომენტარები