წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი კვლავ გრძელდება. ამ ეტაპზე ხანძრის ორი კერიდან მხოლოდ ერთია დარჩენილი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ადგილზე 15 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ტყეში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მონიტორინგი.
კომენტარები