სოფელ აძვიდან გატაცებული 65 წლის ელდარ გუნდიშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას ლიდერის, დათო ქაცარავას თქმით, გუნდიშვილს ოკუპანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნება. ასაკოვან მამაკაცს შიდა ქართლის პოლიციაში 2 საათზე მეტ ხანს ჰკითხავდნენ. გუნდიშვილის მდგომარეობით, ასევე საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი უკანონო ტყვე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაინტერესდა და ის ხვალ საოკუპაციო ხაზთან ჩავა და მამაკაცს სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს.
კომენტარები