სომხეთის დედაქალაქში, პიცერიების ქსელ Tashir Pizza-ს ორ ფილიალში მიღებული საკვებით 122 ადამიანი მოიწამლა. მათ საავადმყოფოში მკურნალობას დასჭირდათ, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პიცერიების სტუმრებს ნაწლავური ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. მოწამლულთა შორის 21 ადამიანი 18 წლის ან უფრო მცირე ასაკისაა.
პაციენტთა ნაწილი უკვე გაწერეს, 88 მოწამლული კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარები