სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 43 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ერთი პაციენტი დაიღუპა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 291-ს მიაღწია.
სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გამოჯანმრთელებულია – 545 პაციენტი, 20 ადამიანი გარდაიცვალა.
ამჟამად მკურნალობას 726 ადამიანი გადის. ჯამში ქვეყანაში 12 680 ტესტი ჩატარდა.
კომენტარები