• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სომხეთში კარანტინის დამრღვევთათვის ჯარიმებს და პატიმრობას აწესებენ

ალია ავტორი - ალია
13:57 03-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

სომხეთის პარლამენტმა 20 მარტს, საღამოს საათებში საგანგებო სხდომა გამართა, სადაც დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევ პირებს ჯარიმა დაეკისრებათ ან პატიმრობას მიუსჯიან.

კერძოდ, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ითვალისწინებს კარანტინის/თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო პირის დაჯარიმებას 500 000 დრამამდე ($1 000-მდე) ოდენობით;

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წესების დარღვევის შედეგად პირმა სხვა ადამიანების მასობრივად დაინფიცირება გამოიწვია, მას 5 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

ცვლილებები ფაშნიანის ალიანსმა „ჩემმა ნაბიჯმა“ დაუჭირა მხარი და 102 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო, მიუხედავად წინააღმდეგობისა ოპოზიციის მხრიდან. მეორე მოსმენა ორშაბათსაა ჩანიშნული.

სომხეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსი 136 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგანაც ერთი გამოჯანმრთელდა. შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ კლასტერს ეკუთვნის — დაინფიცირებული პირი ქალაქ ეჩმიაძინში ქორწილში იმყოფებოდა, სადაც ვირუსი სხვა ადამიანებს გადასდო.

კარანტინებსა და თვითიზოლაციაში უკვე ასობით ადამიანია მოთავსებული, თუმცა მთავრობის თანახმად, მათი რიცხვი უახლოეს დღეებში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სომხეთს 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved