სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 882 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 328 963-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 7 016. ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 40 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1 377 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 292 092 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 810 ამ დრომდე მკურნალობს.














კომენტარები