• რეკლამა
  • კონტაქტი
09:49, პარასკევი, 22 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

„სომხეთიდან ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დაბრუნებული 500-მდე სტუდენტი თვითზოლაციაშია“

ალია ავტორი - ალია
22:01 03-24-2020
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

სომხეთიდან ნინოწმინდასა და ახალქალაქში დაბრუნებული 500-მდე სტუდენტი კარანტინშია. საქართველოს ამ ორ ქალაქში ყველაფერი დაკეტილია, მხოლოდ მაღაზიები და აფთიაქები მუშაობენ.

სომხეთთან საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, ორივე ქალაქში, 10 დღეა გამალებული საინფორმაციო საქმიანობა მიმდინარეობს, რომ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი „2020NEWS“-თან აცხადებს, რომ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულმა ამ რეგიონმა, ენობრივი ბარიერის მიუხედავად, საფრთხე თავიდან უკეთესად იმიტომ აიცილა, რომ კორონავირუსთან ბრძოლა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროულად დაიწყო და მედია იქ კარგად მუშაობს.

ენზელ მკოიანი: საინფორმაციო მუშაობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობასთან 10 დღეა დაწყებული გვაქვს. ამ პროცესში ჩართული არიან გამგეობის წარმომადგენლები. შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობასთან მუშაობენ, აფრთხილებენ მათ.

ახლა საჭიროა ადამიანებზე ზრუნვა და მათი დროულად გაფრთხილება, რომ მათ გამო, სხვები არ დაზარალდნენ. ამას ჩვენ ვაკეთებთ.

გარდა ამისა, საზღვარი სომხეთთან უკვე დაკეტილია.

ასევე 536 ადამიანი, რომლებიც ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სომხეთიდან ჩამოვიდნენ, ყველა თვითიზოლაციაში იმყოფება. ზოგი სახლებში, ზოგიც ბაკურიანში, ბორჯომსა და ახალციხეში სასტუმროებში გადიან საკარანტინო ვადას.

ახალქალაქში 324 ადამიანი სახლში გადის თვითიზოლაციის პერიოდს, 26 კი – სასტუმროებშია გადანაწილებული.

ნინოწმინდაში 180 ადამიანია სახლის პირობებში თვითიზოლაციაში, 6 კი სასტუმროებშია გადაყვანილი. ამ ადამიანების 90%-ზე მეტი სტუდენტია.

ასე სერიოზულად, ყოველდღიურად და თანმიმდევრულად ვმუშაობთ პრობლემის მოსაგვარებლად.

– ეს სტუდენტები საქართველოს მოქალაქეები არიან?

– ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებიც თბილისში სწავლობენ და რომლებიც ერევანში სწავლობენ. სომხეთში უნივერსიტეტები დაკეტეს. ამ სტუდენტებმა გადაწყვიტეს, ოჯახებში დაბრუნებულიყვნენ და ერევანში, საერთო საცხოვრებლებში , ახლობლების სახლებში, ან ნაქირავებ ბინებში არ დარჩენილიყვნენ.

უკან რომ დაბრუნდნენ, საზღვარზე მკაცრად შეუმოწმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაუზომეს სიცხე და გადაიყვანეს სასტუმროებში, ან სახლებში დატოვეს, იზოლაციაში რომ ყოფილიყვნენ. ახლაც კონტროლქვეშ არიან.

ამ ეტაპზე მათ ვირუსი დაფიქსირებული არ აქვთ. საზღვარი რომ გადმოკვეთეს, ამიტომ არიან თვითიზოლაციაში, თორემ ჯანმრთელი ახალგაზრდები არიან. უბრალოდ, მათივე უსაფრთხოებისა და ჩვენი სიმშვიდისთვის გადიან კარანტინს. წინააღმდეგობა არავის გაუწევია.

რეგიონში კორონავირუსის ერთი შემთხვევაც არ არის დაფიქსირებული.

– სახელმწიფომ თუ შექმნა რაიმე სახის საინფორმაციო ხასიათის ბიულეტენი სომხურ ენაზე და თუ არიგებთ მოსახლეობაში?

– დიახ, ვარიგებთ. ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშაა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ახალგაზრდების ჯგუფებია შექმნილი. დადიან და აფრთხილებენ ყველას საგანგებო მდგომარეობის წესებზეც და ვირუსის საფრთხეებზეც. მაგალითად, იმას, რომ მაღაზიებსა და აფთიაქებში 10 ადამიანზე მეტი არ უნდა შეიკრიბოს.

– რასთან არის დაკავშირებული, რომ სამცხე-ჯავახეთი უკეთესადაა მომზადებული, ქვემო ქართლისგან განსხვავებით, კორონავირუსთან საბრძოლველად, როცა ენობრივი ბარიერი ამ რეგიონშიც არსებობს?

– იმიტომ, რომ ჩვენ ადრე დავიწყეთ საინფორმაციო საქმიანობა და კორონავირუსთან ბრძოლა. მოსახლეობაში პანიკა არ არის. ყველაერი დაკეტილია ნინოწმინდასა და ახალქალაქში, მარტო აფთიაქები და მაღაზიები მუშაობენ.

– ისევე როგორც ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთშიც მოსახლეობამ არ იცის ქართული ენა, ეროვნული უმცირესობები სახელმწიფოსთან არ არიან ადაპტირებული. ამ სიტუაციამ, მსოფლიო კრიზისის პირობებში, ქვემო ქართლში სერიოზული პრობლემა გამოიწვია, კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციების გავრცელების თვალსაზრისით. თქვენ როგორც დეპუტატი, რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს სიტუაცია შეიცვალოს ქვეყანაში, სხვა დროს იგივე როდის განმეორდება, არავინ იცის?

– იცით, რა. ჩვენთან ძალიან კარგად მუშაობს ადგილობრივი ტელევიზია და ორი საინფორმაციო სააგენტო. რაც ცენტარლურ ტელევიზიაში გადაიცემა, ზუსტად 15 წუთში, ეს საინფორმაციო საშუალებები სომხურ ენაზე გადმოსცემენ იგივე ინფორმაციას ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ამ გადაცემას ყველა უსმენს და ამ სააგენტოებს ყველა კითხულობს.

– ქართული ენის შესწავლის თვალსაზრისით რა ხდება?

– აქ ახალგაზრდობა ძალიან ინტენსიურად და მონდომებით სწავლობს სახელმწიფო ენას. ძალიან განვითარებული ახალგაზრდობაა და ქართულად კარგად საუბრობენ.

– თქვენც, დეპუტატმაც არ იცით კარგად ქართული, ინტერვიუს რუსულ ენაზე ვწერთ, არადა – კარგი იქნებოდა, ქართულად გვესაუბრა.

– აი, ხედავთ, თავიდან სხვა თემაზე ვსაუბრობდით… კი, შეიძლება, მე, როგორც დეპუტატი ქართულად ცუდად ვსაუბრობ და უკეთესად მესმის სახელმწიფო ენა. მაგრამ ლამაზად ლაპარაკი არ შემიძლია. ლამაზად ხალხისთვის კარგი საქმეების გაკეთება შემიძლია და ვაკეთებ.

ვინც ლამაზად საუბრობს, ბევრი მინახავს – ისეთები , მიკროფონს რომ იღებენ და ლამაზად ლაპარაკობენ, მაგრამ ხანდახან, გამოდიან პარლამენტიდან, მათი ამომრჩეველები მიდიან მათთან, ისინი კი ეუბნებიან – დრო არ მაქვს, დრო არ მაქვსო და გარბიან მათგან.

მე თვეში ორი დღეს ვხვდები მოქალაქეებს. დილიდან საღამომდე, დილის 10 საათიდან საღამოს 10-მდე, ვისმენ ამ ადამიანების პრობლემებს. მთავარი ის არაა, ვინ ლაპარაკობს ლამაზად, მთავარია, ადამიანებს დაეხმარო.

„2020ნიუსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved