• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სომხეთი „პანიკის გამომწვევი ინფორმაციის“ გავრცელებას კრძალავს

ალია ავტორი - ალია
13:53 03-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

სომხეთის პარლამენტმა 20 მარტს, საღამოს საათებში საგანგებო სხდომა გამართა, სადაც დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში იკრძალება „ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც, შესაძლოა, პანიკა გამოიწვიოს“.

ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.

კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში „პანიკის გამომწვევი ინფორმაციის“ გავრცელება დაისჯება 300 000 დრამამდე ($600-მდე) თანხით. კანონის ინიციატორია იუსტიციის სამინისტრო. მეორე მოსმენა ორშაბათშაა ჩანიშნული.

ცვლილებები ფაშნიანის ალიანსმა „ჩემმა ნაბიჯმა“ დაუჭირა მხარი და 102 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო, მიუხედავად წინააღმდეგობისა ოპოზიციის მხრიდან. მეორე მოსმენა ორშაბათსაა ჩანიშნული. ოპოზიციის თანახმად, ცვლილებების პაკეტის არაერთი ასპექტი ბუნდოვანია.

სომხეთს 16 მარტიდან ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ხელისუფლებამ ინფორმაციის გავრცელებაზე შეზღუდვები დააწესა, ახლა კი ამას კანონმდებლობაშიც ასახავს.

როგორც სომხური გამოცემა, გამომძიებელ რეპორტიორთა ერთობლიობა Hetq წერს, გამოცემა „ჰრაპარაკმა“ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმადაც ერევანში პატიმრები ჩიოდნენ, რომ ოჯახის წევრებისგან გზავნილებს ვეღარ იღებდნენ. მეორე გამოცემა „არავოტმა“ გამოაქვეყნა სტატია რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების დამალვასთან დაკავშირებით.

პოლიციამ პირველ გაზეთს ინფორმაციის ამოღება მოსთხოვა, მეორეს — შეცვლა. ორივე მათგანი იძულებული გახდა, ასეც მოქცეულიყვნენ.

16 მარტსვე, — მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, — საერთაშორისო ორგნიზაციამ, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ტვიტერზე დაწერა:

„სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მედია დაავალდებულა, მხოლოდ ოფიციალურ წყაროების ციტატები მოიტანოს. ინფორმაციის კონტროლი არ უწყობს ეპიდემიასთან ბრძოლას ხელს — ის ჭორებისა და შიშის გავრცელებაში ეხმარება“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved