ოკუპირებული სოხუმის ე.წ მერიის ინფორმაციით, სოხუმი მზადაა მიიღოს დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკებიდან ევაკუირებული ადამიანები.
ქალაქ სოხუმის ე.წ მერმა ბესლან ეშბამ გუშინ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში სოხუმი დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის მისაღებად მზადაა.
სოხუმის ე.წ მერიის პრესსამსახურის ცნობით, ეშბას სახელით სოხუმის ე.წ მერის მოადგილეებმა ავთანდილ სურმანიძემ და ასტამურ აშუბამ შესაბამისი ინფორმაცია ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს ტელეფონით მიაწოდეს. მათ კი სოხუმის თვითგამოცხადებულ მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
ოკუპირებული სოხუმის ე.წ მერია ასევე იუწყება, რომ აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დონეცკსა და ლუგანსკში სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავნის მზადყოფნა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა ვითარების გამწვავების საბაბით 18 თებერვალს ევაკუაცია გამოცხადეს.
რუსეთ-უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია.
„ფორმულანიუსი“
კომენტარები