• რეკლამა
  • კონტაქტი
01:19, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სკოლაში შესულია ნარკომანია, მასობრივად არის მარიხუანა სკოლებში მოდებული” – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
15:46 12-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
413

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

–„ქართულმა ოცნებამ“ სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების სამსახურებიდან გაშვება დაიწყო,ვითომ მათ კვალიფიკაციას უწუნებს. რეალური მიზეზი ის არის, რომ ეს ხალხი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების  მომხრეა, ეს ღიად გამოხატეს და ამის გამო სჯიან. არადა, ბევრი მათგანი წლები ემსახურებოდა ამ პარტიას და ზოგი დირექტორი ყველა არჩევნებზე მათთვის ხმების მოგროვებაზე მუშაობდა.

–კი, ეს ხალხი მორჩილი იყო ხელისუფლებისა, მაგრამ როდესაც არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის დადგა, მათ ევროპა აირჩიეს და ეს არ აპატიეს. ე.ი. ბოლომდე მორჩილები არ ყოფილან ამ ხელისუფლებისა და იმიტომ დასაჯეს. განათლების სისტემას სუს–ი აკონტროლებს, მათ ნაცვლად დანიშნეს სუს–ის მიერ კონტროლირებად კადრებს. განათლების სამინისტროს, მინისტრს არაფერი ეკითხება, მათ სიებს გადასცემენ და იმ ხალხს დანიშნავენ. იმას არ ვამბობ, რომ ახალი კადრებიდან ყველა სუს–ის აგენტი იქნება, მაგრამ ისინი იქნებიან ხელისუფლების მორჩილები. არჩევნებში ხმებს მოუგროვებენ „ქართულ ოცნებას“, რაიმე აქციებს დაგეგმავენ და ეს ახალი დირექტორები ცხვრის ფარასავით წაასხამენ მასწავლებლებსა და სკოლების სხვა თანამშრომლები ამ აქციებზე. რაც მთავარია, ევროპა რომ კარგია და რუსეთი ცუდი, ამას არასდროს იტყვიან შინაურ წრეშიც კი. რაც საქართველოს განათლების სისტემაში ხდება, ეს არის დანაშაული ქვეყნის აწყმოსა და მომავლის წინაშე. წინა ხელისუფლებამ დაიწყო განათლების სისტემის პოლიტიზირება და დღევანდელიც იმავეს აგრძელებს. ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ჩვენი სასკოლო განათლების შესახებ, სრულ კატასროფასთან გვქვს საქმე. წაკითხულის გაააზრება და აღქმა უჭირს მოსწავლეთა საკმაოდ დიდ რაოდენობას,მინიმალური მათემატიკური ფუნქციების შესრულება არ შეუძლიათ. 13–15 წლის მოსწავლეებზეა საუბარი. რასთან გვაქვს საქმე, მოდით, ჩავუღრმავდეთ. ბავშვები მშივრები დადიან სკოლაში, ვინც ახერხებს სიარულს. 200 000 მშიერი ბავშვი გვყავს ქვეყანაში და მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ბავშვი, რომელიც სრულფასოვნად არ იკვებება, მის ტვინს თუ არ მიეწოდება სისტემატიურად აუცილებელი ნივთიერებები, ვიტამინები და სხვა, ასეთი ბავშვის გონება ვერ მუშაობს ნორმალურად, მისი უნარ–ჩვევები ვერ ვითარდება სათანადოდ. 200 000 ბავშვი რომ შიმშილობს ამ ერთი ციდა ქვეყანაში, ეს კატასტროფაა. მეორე–სკოლაში შესულია ნარკომანია, მასობრივად არის მარიხუანა სკოლებში მოდებული. მეტსაც გეტვით–თბილისის ცენტრალურ უბნებში გახსნილია მაღაზიები, სადაც მარიხუანას კულტივაციისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, მარუხუანას ჰიბრიდული თესლით დაწყებული, მთლიანი აღჭურვილობა და თან მოჰყვება რეკომენდაციები, რა და როგორ უნდა გააკეთო, რომ კარგი მოსავალი მოგივიდეს. ეს ჰიბრიდულ მარიხუანა 60% კანაბისს შეიცავს. სკოლის მოსწავლეებს უპრობლემოდ მიუწვდებათ ამაზე ხელი, გაბრუებულია მომავალი თაობა ამ მარიხუანისგან, სკოლის მოსწავლეებიც, ცოტა უფროსებიც და ეს კატასტროფაა. ამათ დავუმატოთ პედაგოგების პოლიტიზაცია და აქედან გამომდინარე მათი კვალიფიკაცია. პედაგოგების უმეტეაობა, დღეს ფიქრობს მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მოემსახუროს რეჟიმს და არა კვალიფიკაციის გაღრმავებაზე, რომ აითვისონ თანამდეროვე პედაგოგიკის მიღწევები, სხვა და სხვა სფეროებში თანამედროვე მიღწევები და ეს ყველაფერი თავში ჩაუდონ ბავშვებს. პედაგოგებს ამას არავინ სთხოვს. ეს ნათლად გამოჩნდა პედაგოგების გამოცდებზე, სადაც კატასტროფული შედეგები არართხელ დაფიქსირდა და დღეს ის ჩაჭრილი მასწავლებლები, ისევ სკოლებში მუშაობენ, რადგან „ქართული ოცნების“ მომხრეები არიან. ჩაკლეს სასკოლო განათლება, არც ერთ მაღალჩინოსან, საკრებულოების და პარლამენტის დეპუტატებს, ხელისუფლების სხვა დონის წარმომადგენლებს საჯარო  სკოლებში არ დაყავთ შვილები,  დაყავთ კერძო სკოლებში, აქვთ და იხდიან უზარმაზარ თანხებს, უზრუნველყოფილნი არიან სკოლაში საკვებით, საცურაო აუზით, სპორტული ინვენტარით, სახელოვნებო წრეებით, უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, მამიკოების და დედიკოების მძღოლებს სახელმწიფო მანქანებით დაჰყავთ სკოლებში და სულ ფეხებზე ჰკიდიათ, სხვისი შვილები რა დონის განათლებას მიიღებენ საჯარო სკოლებში. ამ დროს, ბევრ ბავშვს ფეხსაცმელი და ჩასაცმელი არ აქვს, რომ სკოლაში წავიდეს, ასეულობით სოფელში სკოლები დაიხურა. ჩვენი ბავშვები გაწირეს უცოდინრობისთვის, 21–ე საუკუნეა, ტექნოლოგიების საუკუნე და ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენს ბვშვებს წაკითხული ტექსტიდან  აზრის გამოტანა უჭირთ. ეს თუ არ შეიცვალა სასწრაფოდ, ჩვენ თაობებს დავკარგავთ. ვფიქრობ, იმის დროა, წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება უნდა ჩამოვაყალიბოთ, როგორც ეს მე–19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გააკეთეს.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved