• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სჯობს ფაქტებით ვისაუბრო..ვის გაურიგდა ნიკა მელია…” – ორჯონიკიძე

ალია ავტორი - ალია
10:49 02-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ნიკა მელიას ღალატში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქვეყანაში საპროტესტო ტალღის შეჩერება სწორედ ენმ-ს ლიდერის დამსახურებით მოხდა.

“სჯობს ფაქტებით ვისაუბრო… საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ჩვენ ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე დაგვპირდნენ, რომ საქართველოში საპროტესტო ტალღა მანამ არ გაჩერდებოდა, სანამ ხალხის მოპარულ ხმებს არ დავიბრუნებდით. როგორც იცით, მაშინ ორი საპროტესტო აქცია ჩატარდა, ერთი ფილარმონიაში და მეორე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც უკეთეს შემთხვევაში 5000 ადამიანი იდგა. ამ დროს კი “იმედის” ბედნიერი დრონი დაფრინავდა და დაგვცინოდა.

ამ აქციების ჩატარების შემდეგ, რამდენიმე თვეში ზუგდიდიდან და გორიდან აქტივისტები დამიკავშირდნენ. საინტერესო ფაქტია ის, რომ ეს ხალხი ერთმანეთს არ იცნობენ, თუმცა ერთი და იგივე ისტორია მომიყვნენ. ეს მაგალითია, თორე სხვა რეგიონებშიც, თურმე იგივე ხდებოდა. კერძოდ, აქტივისტებმა მას [ნიკა მელიას] ზუგდიდიდან და გორიდან შემოუთვალეს, რომ ჩვენი ხარჯით მოვდივართო. სრულიად სხვა და სხვა ადამიანები, სხვა და სხვა დროს ასეთ რაღაცას მეუბნებიან და ამ დროს არ გაინტერესებთ რა პასუხი მიიღეს სათაო ოფისიდან? – “არ გვჭირდება ხალხი!” 

დიახ, “ნაციონალური მოძრაობის” სათაო ოფისიდან, მელიას სამფლობელოდან პასუხია, რომ “საკმარისი ვართ, ხალხი არ გვჭირდება!” მაშინ ამის მოსმენა ძალიან მიჭირდა და ასეთ რამეს ვერც ვუშვებდი, მაგრამ უნდა ითქვა, რომ ამას საბოტაჟი ჰქვია. საბოტაჟი არის რაიმე მოქმედების ხელოვნურად ჩაგდება. ამ შემთხვევაში კი სახალხო პროტესტის საბოტაჟი.

გადაცემა “ჩაის” წამყვანის რეპლიკაზე, რომ ნიკა მელიას პირდაპირ ადანაშაულებთ გარიგებაში, ორჯონიკიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია თუ ვის გაურიგდა “ნაცმოძრაობის” ლიდერი, თუმცა სახალხო პროტესტის ჩახშობით მან ქვეყანას და მიხეილ სააკაშვილს უღალატა.

“ვის გაურიგდა ნიკა მელია ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ღალატია… პირველად ვამბობ ამ სიტყვას, მაგრამ ეს საბოტაჟი და ამომრჩევლების ღალატია. საბოლოო ჯამში კი ეს ქვეყნის ღალატია. მიხეილ სააკაშვილის ღალატიც არის. ნიკა მელია არ არის მარტო. ეს კოლექტიური ნიკა მელიაა… “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოში დღესაც არიან პატრიოტი ადამიანები, მაგრამ მელიას ფესვები უკვე ისე აქვს გადგმული, რომ ის ხალხი, რომლებიც ამ ყველაფერს ხედავენ ხმას არ იღებენ,” – განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved