• რეკლამა
  • კონტაქტი
10:37, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სიტყვებს, რომლებიც არ გვითქვამს, უზარმაზარი ძალა აქვს ადამიანზე“

ალია ავტორი - ალია
19:03 03-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ლაპარაკს წერას ამჯობინებს. ამბობს, რომ თავის სათქმელს ასე უფრო კარგად ამბობს. უყვარს ფიქრი და განმარტოება. მისი ნაწარმოების პერსონაჟები ბევრს ფიქრობენ. თხრობის თავისებური სტილით ამდიდრებს ლიტერატურულ სამყაროს. მისი ყოველი ახალი ნაწერი ხიბლავს მკითხველს, რადგან მისი მიმზიდველობის მთავარი საიდუმლო ადამიანური მდგომარეობების იმგვარად გადმოცემაა რომ წაიკითხვისთანავე აღწევს შენში. ვსაუბრობ ცნობილ მწერალზე თეიმურაზ ჭუმბურიძეზე, რომლის ახალმა წიგნმა “ტაქსი თეთრი არ იყო” კიდევ ერთხელ მოხიბლა მკითხველი.
მწერლის ბიოგრაფია ჯერ კიდევ მისი სტუდენტობის პერიოდიდან იწყება, როდესაც იშ მუშაობას იწყებს გაზეთ “თბილისის” ლიტერატურულ რედაქციაში. სწორედ აქ შეამჩნიეს და აღიარეს, რომ მისი ნაწერები ახალი სიტყვაა და ის ადამიანის ბუნებისა და საზოგადოების სირთულეების ახლებურ და ღრმა გააზრებას ასახავს.
მწერალს კარგად ესმის რომ ბიოფსიქოსოციალური მოდელის მნიშველობა მოზარდის ფორმირების, რომელიც პირდაპირ დაკაშირებულია მის წარმატებასა თუ განვითარებაზე.
მწერლის მიერ დანახული პრობლემა კი ის რაკურსია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას და იმის აღნიშვნას, რომ მისი ხედვა ზუსტად ერგება მსოფლიო სტანდარტებს, რომ ადამიანი ბიოფსიქოსოციალური არსებაა და რომ მას მხარდაჭერა და სიყვარული სჭრდება.
ამის შემდეგ იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, სადაც მუშაობაშ იწყებს ლიტერატურისა და ხალხურ რედაქციაში. მუშაობს სცენარისტად და ლიტერატურულ რედაქტორად ისეთ როგორიც იყო “ეთნოგრაფიული ჩანახატები”, “საუბრები ლიტერატურაზე”, “შეხვედრები მაჩაბლის ქუჩაზე”, “ქრონიკები დიდი მამულიშვილის ცხოვრებიდან და ა.შ. სია ვრცელია. ამის პარალელურად, სამწერლო მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. წერდა და მისი ყოველი ახალი ლექსი თუ ნოველა ახალ მწერვალებს იმპყრობდა.
თეიმურაზ ჭუმბურიძის ყოველი ახალი ნამუშევარი აჩვენებს, რომ მწერალი ძიებაშია ეძებს ახალს, სიახლეს, რათა გადალახოს ყველა წინაღობა და შექმნას ლიტერატურული გამოხატვის ახალი გზები.
მაღალი სანდოობის მქონე, პროფესიონალისა და მუდამ პროგრესირებადი მწერლის სახელი და გვარი ჩნდება არაერთ გამოცემაში, როგორც ლიტერატურული რედაქტორი და ასევე, ლიტერატურული კონკურსების ჟიურიში. შემდეგ ის აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად, რაც ასევე უდიდესი წარმატებაა. მისი ბიოგრაფია აჩვენებს, რომ მისი წარმატება მდგრადი და პროგრესირებადია. რაც შეეხება ჯილოდებს, მას მიღებული აქვს ეროვნული ჯილდო ,,ოქროს პერგამენტი” 2011 და 2014 წლებში, საუკეთესო ლექსისა და ნოველისათვის.
დიდია მისი წვლილი ლტერატურის განვითარებაშიც, მის მიერ შექმნილი “ლიტერატურის ოქროს ფონდი” სწორედ ამის დადასტურებაა, რის გამოც მან მიიღო საქართველოს მწერალთა კავშირის ჯილდო.
კითხულობ მის შემოქმედებას და გრძნობ, რომ მწერალს უყვარს ადამიანი, გრძნობ მის მხარდაჭერას. მის შემოქმედაბაში ყველა გმირს თავისი ტკივლი აქვს, თავისი კომპლექსითაა დატანჯული და თითოეული ცდილობს თავი დააღწიოს ამ პრობლემას და სხვადასხვა გზას ირჩევს. არც ერთს არ მოსწონს სიმართლე. მწერლის რჩევა კი ერთადერთია – თითოეულმა გმირმა თავი იპოვოს რეალობის აღქმითა შეგრძნებით. თავი დააღწიონ ოცნებების სამყარო, რომელშიც როგორც მწერალი ამბობს: „გეგმებიც არ არის საჭირო. იქ ყოველი დღე დღესასწაულია და ან თუ მოისურვებ, ასეთად იქცევა. ამისთვის მხოლოდ ერთი გაფიქრება გჭირდება. გიყვარს ის, რომ მარტივად შეგიძლია გყვარდეს, მარტივად შეგიძლია დაამარცხო გოლიათი და მარტივად შეგიძლია გახდე სამყაროს მბრძანებელი“.
ბოლოს, არ შემიძლია ეს თითქოს შეუმჩნეველი მოსაზრება, რომელიც თითქოს ყველამ ვიცით, უყურადღებოდ დავტოვო. აზრი, რომელსაც სწორედ საზოგადოებისგან უარყოფილი მთავარი გმირი ამბობს: „ხშირად ვჩუმდებით, როცა სწორ სიტყვებს ვერ ვპოულობთ. გვიან ვაცნობიერებთ, რომ სიტყვებს, რომლებიც არ გვითქვამს, უზარმაზარი ძალა აქვს ადამიანზე“.
და მართლაც, ასეა. მე კი ისღა დამრჩენია არ გავჩუმდე და ავტორის მისამართით ვთქვა, რომ ეს ახალი წიგინი კიდევ ერტი გამარჯვებაა. მართლაც, როგორც მწერლი ამბობს: “თითოეულ სიტყვას, რომელსაც ის ამბობს „უზარმაზარი ძალა აქვს ადამიანზე“.

ანი დვალიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved