სირიის პატარა ქალაქში, მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევების ქვეშ დაბადებული ბავშვის შვილად აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.
როცა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ახალშობილი გოგონა ჯერ კიდევ დედის სხეულთან იყო ჭიპლარით დაკავშირებული. ბავშვის მშობლები და მისი ოთხივე დედმამიშვილი ორშაბათის მიწისძვრას შეეწირნენ.
სირიის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქში, ჯინდაირისში დაბადებული აია ამჟამად საავადმყოფოშია.
სოციალურ მედიაში ათასობით ადამიანი კითხულობს დეტალებს, თუ როგორ შეიძლება აიას შვილად აყვანა.
კომენტარები