დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, Sinopharm-ის ვაქცინაზე ჯავშნები სავარაუდოდ ხვალ საღამოდან გაიხსნება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ “ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი” მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით – “ვაქცინაცია გვაახლოვებს”:
“ქვეყანაში ვაქცინაცია წარმოებს ფაიზერით და ასტრაზენეკათი, 4 მაისიდან მას დაემატება და დიდი ალბათობით ხვალ დღის მეორე ნახევარში გაიხსნება ჯავშნები სინოფარმის ვაქცინაზე, თანდათან ვაქცინების მარაგი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო შეივსება და ის ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მსურველისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით გთხოვთ გავითავისოთ ის გამოწვევა რის წინაშეც ქვეყანა დგას, ის სამწუხარო გამოსავლები, რაც ამ ვერაგ დაავადებას აქვს, ხედავთ რომ დაავადებას ბევრი მუტაცია აქვს, ებრძვის კაცობრიობას ეს ვირუსი ამიტომ საჭიროა ეს ვირუსი სოლიდარობით დავამარცხოთ, ეს დამარცხების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ პრევენციულ ღონისძიებებზე და ვაქცინაციაზე,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები