სინგაპურში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.
პირველი მოქალაქე, ვინც აცრა გაიკეთა, 46 წლის ექთანი სარა ლიმი იყო. მასთან ერთად ვაქცინა ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ცენტრის 30-მდე თანამშრომელმაც გაიკეთა. სინგაპური პირველი აზიური ქვეყანაა, სადაც Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს.
კომენტარები