• რეკლამა
  • კონტაქტი
04:33, ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სინდისი გაქვთ?!. ვინც უკანონო, დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდა, თითქმის ყველა შეიფარეს, ყველა მათიანია და ვიღას ახსენებენ იმ 9 წელს?“ – ეკა ბესელია

ალია ავტორი - ალია
16:50 03-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,065

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარტია „სამართლიანობის“ ლიდერი, ეკა  ბესელია.

– ქალბატონო ეკა, პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის შესახებ მინდა გკითხოთ. ახალი არაფერი უთქვამს, ისევ „ნაცების“ სისხლიან 9 წელზე ისაუბრა, ისევ გლობალური ომის პარტიაზე, მშვიდობაა ქვეყანაში, ომი არ არის და მადლობა გვითხარით ამისთვისო. ისევ ის ტექსტები და რიტორიკა, რაც ამ წლების განმავლობაში გვესმოდა. არ იცვლება არაფერი, მობეზრდა ხალხს ერთი და იგივეს  მოსმენა. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

– მთავარი და რაც ამ დროს ყველაზე  მეტად მნიშნელოვანია, მინდა  ვუთხრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას – 9 წლინი სისხლიანი რეჟიმი რაც იყო,  ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ვინც იმ რეჟიმს ვებრძოდით, სხვისგან არ გვჭირდება შეხსენება, რადგან იმ რეჟიმმა ყველას რაღაც ცუდი დაგვიტოვა, გვაზარალა სხვა და სხვა მხრივ. იმ რეჟიმზე როდესაც საუბრობ და ოპონენტებს ამუნათებ, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს. არ უნდა გყავდეს არჩეული უვადოდ ის მოსამართლეები, რომლებიც იმ  9 წლიან რეჟიმს ქმნიდნენ. როდესაც იმ მოსამართლეებს ხმას მისცემ, უვადოდ გაამწესებ მოსამართლებად, რომლებიც ციხეში უდანაშაულო ხალხს ყრიდნენ, ხალხის წამებსა და გაუპატიურებზე თვალს ხუჭავდნენ, მაშინ აღარ უნდა ილაპარაკო იმ 9 წელზე. მორალურად ეს უფლება დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“. ამის უფლება გვქონდა ჩვენ, იმ ხალხს, ვინც იმ რეჟიმს ვებრძოდით, ვინც დაგვაზარალა რეჟიმმა ადრეც და მაშინაც, როდესაც „ქართულ ოცნებაში“ ვიყავით.

– მარტო მოსამართლეები? რომელი გამომძიებელი და პროკურორი დაიჭირეს, რომელთაც იმ წლებში ათსობით ადამიანი გააუბედურეს და უდანაშაულო ხალხს ციხის ჯოჯოხეთი გამოატარეს?  მოსამართლეებს მათ მიერ  გამოძიებულ, „შეკერილ“ და „შეთითხნილ“  საქმეებზე არ გამოჰქონდათ გადაწყვეტილებები?

– მაგაშია სწორედ საქმე. არა თუ ვინმე დაიჭირეს, ყველანი თავის გუნდში ჰყავთ და მათი დიდი ნაწილი დააწინაურეს. 9  წელსა და სისხლიან რეჟიმზე როდესაც ლაპარაკობ, იმავე რიტორიკით 12 წლის მერე, მორალური უფლება უნდა გქონდეს და ეს უფლება დაკარგე. დამნაშვენი რომ დაესაჯათ, ექნებოდათ ეს უფლება, მაგრამ ვინც იმჟამინდელი დანაშაულებების სათავეებთან იდგა, ვინც უკანონო, დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდა, თითქმის ყველა შეიფარეს, ყველა მათიანია და ვიღას ახსენებენ იმ 9 წელს? ამიტომ აღარ აქვს ძალა მათ ლაპარაკს იმ 9 წელზე, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ეს თუ „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერი. 12 წელი გავიდა და სისტემური დანაშაულის დასამთავრებლად ყველა ზომა უნდა მიეღო ხელისუფლებას. 2019 წელს, „ქართული ოცნებიდან“ ჩემი და სხვების წამოსვლის მიზეზი ხომ ის იყო, რომ ჯალათი მოსამართლეები აღაზევეს. ეს პარტია ჩემი შექნილიც არის და  სწორედ იმიტომ დავტოვე, რომ „ნაცების“ ჯალათი მოსამართლეები დანიშნეს უვადოდ და ეგენი ვის ამუნათებენ? სინდისი მთლად დაკარგეს? დღეს ვის ელაპარაკება მთავრობის მეთაური? იმათ, ვისაც ჩვენ ვებრძოდით? გამოდის, თავის თანაგუნდელ ყოფილ „ნაცებს“ ელაპარაკებოდა სისხლიან 9 წელზე. ჰოდა, მოსთხოვოს მათ პასუხი იმ დანაშაულებებზე, რაც ჩიდინეს, ჩვენ რას გვემართლება, ვინც მათ, იმ დანაშაულებრივ სისტემას ვერძოდით? ვინც ამ რიტორიკას აყვება, ვინც ამაზე თვალს დახუჭავს, არის ყალბი, ყველა ეს ადამიანი არის ფარისეველი და ორმაგი სტანდარტების მიმდევარი; ვინც  დღეს დამნაშავეთა დასჯას არ ითხოვს და   მმართველ პარტიას ტაშს უკრავს, მისგან იღებს სარგებელს და ქვეყანაში სამართლიანობა არ აინტერესებთ.

– ირაკლი ღარიბაშვილსა და გუბაზ სანიკიძეს შორის პარლამენტში შეხლა –შემოხლა მოხდა. პრემიერმა სანიკიძეს 100 ათას დოლარად გაყიდული უწოდა, რაზედაც სანიკიძემ დედა დაიგინა. მოდით, დავუშვათ და მართალი თქვა პრემიერმა. თუ დეპუტატის მიერ, კონკრეტული პარტიის ლიდერის თუ ლიდერებისგან ფულის აღების შესახებ  უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა, კანონით პროკურატურისთვის არ უნდა ეცნობებინა და გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო?

– რა თქმა უნდა, ასე უნდა მოქცეულიყო. აქ რა არის მნიშვნელოვანი – მოდი, ასე მინდა, რომ შევხედოთ ამ საკითხს. პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, მთავრობის ზედმხედველი. პრემიერი იმიტომ მიდის პარლამენტში, რომ  მან ანგარიში უნდა ჩააბაროს პარლამენტს. როდესაც ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერი პირდაპირ პარლამენტის წევრთა შეურაცხყოფაზე გადადის, ეს არის კონსტიტუციის უპატივცემულობა, საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება და ინსტიტუციების უპატივცემულობა. პრემიერ–მინისტრი ხარ და თავად არ სცემ მას პატივს. ამას უნდა გააზრება. არ შეიძლება პარლამენტში მოდიოდეს პრემიერი და დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფორმალური დატვირთვა აქვს პარლამენტში პრემიერის მოსვლას. ეს იყო ყველაზე თვალში საცემი ჩემთვის. პერსონალურად ვინ ვის რა უთხრა და როგორ უთხრა, მე ამის გარჩევას არ დავიწყებ. მე ინსტიტუციურად ვუყურებ ამას, როგორც საპარლამენტო კონტროლის ერთ–ერთი ავტორი, ადამიანი, რომელმაც 8 წელი, ყველაზე დიდი სამუშაო დრო გავატარე პარლამენტში, რომ ის უკეთესობისკენ შეცვლილიყო და პარლამენტს ეჩვენებინა, რომ მას ჰქონდა საზედამხედველო ფუნქცია. ეს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ეს არის ჩემთვის ყველაზე სევდიანი საყურებელი, რომ ინსტიტუციებს ნდობა აღარ აქვთ.

– გუბაზ სანიკიძის დაგინებას დიდი აყალმააყალი მოჰყვა პრემიერის დამცველი დეპუტატებისგან, სცემეს სანიკიძე და პრემიერს ერთგულება ამით დაუმტკიცეს?

– ეს არის ჩემთვის ყველაზე სასაცილო. მათიკაშვილი ვინმეს რომ ვაჟკაცობას აჩვენებს, ეგ რომ გაიჭიმება და თავის ერთგულების დამტკიცებას შეეცდება, ყველაზე ამაზრზენია. მათიკაშვილი არის დოქსოპულო, მათიკაშვილი და ის დანარჩენები, რომლებიც პრემიერს იცავდნენ, ყველაზე სწრაფად ღალატობენ ყველაფერს, ეს უნდა იცოდეს პრემიერმა. მისნაირების ერთგულება გადის ფულის, ქონების ინტერესების ერთგულებაზე. თუ მას ამგვარი ადამიანების ერთგულების იმედი აქვს,  მაშინ ძალიან რთულად ჰქონია საქმე.

 

თეგები: ეკა ბესელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა
ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

16:04 05-28-2025
თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია

13:53 05-28-2025
“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:37 05-28-2025
დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად
ახალი ამბები

დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად

13:16 05-28-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved