• რეკლამა
  • კონტაქტი
17:40, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიმპტომების არ არსებობის მიუხედავად “ომიკრონ”გადატანილები 5 დღის მერეც ნუ გახვალთოო ..” – ზაზა წერეთლის გაფრთხილება

ალია ავტორი - ალია
11:45 02-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი წერს, რომ ადამიანები,  რომლებსაც „ომიკრონი“ ჰქონდათ, არ უნდა დაბრუნდნენ სამსახურში მეხუთე დღეს, თუ სიმპტომები აღარ ექნებათ.

მისი თქმით, დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, კვლავ გადამდებია დაავადების მე-5 დღის შემდეგ, სიმპტომების სტატუსის მიუხედავად

„ძალიან გადამდები COVID-19 ვარიანტის, „ომიკრონის“ გამოჩენამ გამოიწვია გარღვევის ინფექციების დიდი რაოდენობა, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკებს შორის (HCW). ამან გამოიწვია გარკვეული პრობლემები სამედიცინო დაწესებულებებში პერსონალის ნაკლებობის გამო.

ამ სიტუაციის გამოსასწორებლად CDC-მ გასცა ახალი რეკომენდაციები, რომელიც საშუალებას აძლევს ჯანდაცვის მუშაკებს დაბრუნდნენ სამსახურში მე-5 დღის შემდეგ, თუ მათი სიმპტომები გაუმჯობესდა, ყოველგვარი უარყოფითი სწრაფი ანტიგენის ტესტის (RAT) მოთხოვნის გარეშე.

ამ გადაწყვეტილებამ ბევრი მეცნიერის უკმაყოფილება გამოიწვია შტატებში. იმისათვის რომ ენახათ რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილება ჩატარდა კვლევა. 2022 წლის 2 იანვრიდან 2022 წლის 12 იანვრამდე კვლევისათვის ჩაატარეს 309 RAT (სწრაფი ტესტი) 260 მედიცინის მუშაკს, მათი ავადმყოფობის 5-10 დღის შუალედში. საერთო ჯამში, 43% (134 – 309-დან) ამ ტესტებისა RAT იყო დადებითი 5-10 დღეებს შორის.

ყველაზე დიდი პროცენტული დადებითი RAT დაფიქსირდა იმ პერსონალს შორის, ვინც დაბრუნდა პირველი ტესტისთვის მე-6 დღეს (58%). პერსონალს დაბრუნებულს მე-8 და მე-9 დღეს უფრო ნაკლებად ჰქონდათ დადებითი ტესტი (26%, 19/74). ის პერსონალი HCW, რომელიც დადებითი იყო პირველ ტესტზე, ყველაზე ხშირად დადებითად რჩებოდა მეორე ტესტის დროს, მეორე ტესტების 56%, გაერთიანებული მთელი 6-10 დღის განმავლობაში.

კვლევამ ნათლად აჩვენა რომ ვაქცინირებული HCW-ის 40%-ზე მეტს, რომლებიც თავს კარგად გრძნობდნენ იმისთვის, რომ სამუშაოზე გამოსულიყვნენ, ჯერ კიდევ ჰქონდათ დადებითი RAT ტესტები პირველი ტესტირების დროს (მე5-დან მე 10 დღემდე).

ეს შედეგები მიუთითებს, რომ COVID-19-ით დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, კვლავ გადამდებია დაავადების მე-5 დღის შემდეგ, სიმპტომების სტატუსის მიუხედავად.

იზოლაციიდან ადრეული გათავისუფლება უნდა განხორციელდეს იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდების ჩართვამ ავადმყოფობის მე-6-10 დღეს საზოგადოებაში ან სამუშაო გარემოში შეიძლება გაზარდოს COVID-19-ის სხვებზე გავრცელების რისკი, რამაც, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ძირი გამოუთხაროს პერსონალის დაბრუნებით გამოწვეულ მოსალოდნელ სარგებელს და გამოიწვიოს მეტი ავადმყოფი მუშაკი“. – წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „80 Distribution and Result of First RAT by Day of Illness 70 60 RAT=rapid antigen test 4CW 50 40 30 20 10 positive positive negative 5 6 8 7 Day of Illness“-(ი)ს გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს
ახალი ამბები

10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს

15:31 11-07-2025
„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო

15:12 11-07-2025
გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved