სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში უბედურ შემთხვევას 66 წლის კაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, 66 წლის კაცი ვენახში საყარაულო კოშკურიდან გადმოვარდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმების გამო, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები