კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ „სიენენის“ მიერ გავრცელებული კადრები არ უნახავს. ამის შესახებ ჩხაიძემ სააგენტო pia.ge-სთან განაცხადა.
„სიენენის“ მიერ გავრცელებული კადრები არ მინახავს და შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. დღეს ქალბატონ გიულისთან მქონდა საუბარი, მაგრამ ეს ეხებოდა ძირითადად პაციენტის მდგომარეობას და მისი მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს, რომელშიც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ქალბატონმა გიულიმ. რატომ გააკეთა ეს განცხადება, რომ კლინიკა მკურნალობას ვერ უმკლავდება ვერ გეტყვით“, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.
შეგახსენებთ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედი“ მესამე პრეზიდენტის დაავადებებს ვერ უმკლავდება. დღესვე CNN-მა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის კადრები, რომლებიც “ვივამედშია” გადაღებული.
კომენტარები