• რეკლამა
  • კონტაქტი
15:00, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სიახლე მათთვის, ვისაც საპენსიო სესხები აქვთ აღებული

ალია ავტორი - ალია
10:57 03-17-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,839

იმ პენსიონერებს, ვისაც საპენსიო სესხები აღებული აქვთ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, 15 მარტის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდათ და დღეს შეადგენს 24,9 ერთეულს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში, ეროვნული ბანკის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, ნათია ჭყონიამ განაცხადა.

„მათთვის ამოქმედებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პენსიონერებს შეუძლიათ დარეკონ ბანკის ქოლცენტრზე ან მიმართონ ბანკის ფილიალს და მათი ახალი გადასახდელი თანხა ამ გზით გაარკვიონ“, – აღნიშნა ნათია ჭყონიამ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის გაიაფება.

„თუ აქამდე ჰქონდათ საშუალო საპროცენტო განაკვეთი 32%, დღეს უკვე ექნებათ 25%-მდე. ეს ცვლილება მათ, დაახლოებით 7%-იან სხვაობას აძლევთ. აქ აღსანიშნავია, რომ ვისაც მცირე თანხა აქვს დარჩენილი სესხზე, შესაძლოა დიდი სხვაობა არ მისცეს შენატანში, მაგრამ ჯამურად საკმაოდ მასშტაბური შემცირებაა“, – აღნიშნა ნათია ჭყონიამ.

„ლიბერთი“ ბანკის ინფორმაციით, 15 მარტიდან განახლდა პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდა ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.

ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდა სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდა განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved