შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ნარკოტიკული დანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული რ.ვ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული.
“კერძოდ, მან უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის შემცველი ნარკოტიკი, შემდგომი გასაღების მიზნით, ნაძალადევის რაიონში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა და მათი ადგილმდებარეობის ფოტოგადაღება განახორციელა.
სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, რ.ვ.-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული, „ალფა პვპ“- ს შემცველი ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები