ძალიან დეტალურად ვესაუბრე ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ავუხსენი, რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია, რა არის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არცერთ შემთხვევაში.- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა
“შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა ვინმეს მოგება, ან წაგება და კუნთების თამაში. ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, პირველ რიგში ქართული ოცნებისთვის, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა.
ძალიან დეტალურად ვესაუბრე ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ავუხსენი, რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია, რა არის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არცერთ შემთხვევაში. ეს არაა სიჯიუტე, ესაა ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რათა გამოვიდეთ ამ ჩიხური სიტუაციიდან.
ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა ოცნებამ არ ჩათვალოს, რომ ესაა ან პოლიტიკური თამაში, ან ვინმე აპირებს უკან დახევას. მათ უნდა ესმოდეთ, ყველაფერს ვიზამთ, ქვეყანა ჩიხში რომ არ გადავარდეს.
ჩემი ამოცანა არაა, ამ კონკრეტულ საკითხში, ვინმეს კედელთან მიმწყვდევა. მე ვარ სრულიად მოქნილი.
მე ის ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი შევთავაზე და რა თქმა უნდა მათ არცთუ ისე ბევრი დრო აქვთ გადაწყვეტილების მისაღებად”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.
კომენტარები