„მაიმუნის ყვავილი“ ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს და მოლოდინის წინაშე გვაყენებს. ადამიანებთან, აუცილებელია 3 საათზე მეტი 2-მეტრიანი კონტაქტი, რომ დავინფიცირდეთ, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.
„ეს არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია. ქვეყანას ამ მიმართულებით მზაობა უნდა ჰქონდეს, არც ვაქცინა გვაქვს და არც ანტივირუსული პრეპარატი. დარწმუნებული ვარ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განაცხადი აქვს გაკეთებული და მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
კომენტარები